სტამბოლის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი ზრდას განაგრძობს

მარტო იანვარში 8 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ

სტამბოლის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი ზრდას განაგრძობს

 

სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გოქჩენის აეროპორტებში, მარტო იანვარში 8 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, როცა  გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 6,1 მილიონს აღწევდა, ე.ი. ამ იანვარში, 2017 წლის იანვართან შედარებით  მიახლოებით 2 მილიონამდე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, აქედან 5 მილიონზე მეტს ათათურქის და დანარჩენ 3 მილიონს კი საბიჰა გოქჩენის აეროპორტი მოემსახურათ.

იანვრის თვეში ამ ორივე აეროპორტში დაეშვა და აფრინდა მთლიანობაში 22 ათასზე მეტი შიდა ხაზების თვითმფრინავი და 31 ათასზე მეტი უცხო ქვეყნების ხაზების თვითმფრინავი, ე.ი. საერთო ჯამში 55 ათასამდე რეისი განხორციელდა, როცა გასული წლის იანვარში ეს ციფრი მთლიანობაში 48 ათასზე მეტი იყო.

მოკლედ, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7 ათასზე მეტი რეისი განხორციელდა



მსგავსი ინფორმაციები