“თურქული ნაკადის“ შავი ზღვის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

პესკოვის განცხადებით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ევროპის ენერგო უსაფრთხოებას

“თურქული ნაკადის“ შავი ზღვის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, Rossiya-1 სატელევიზიო არხთან საუბარში განაცხადა, რომ “თურქული ნაკადი“ სახელწოდების ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი ხელს შეუწყობს ევროპის ენერგო უსაფრთხოებას.

მისივე განცხადებით, თურქული ნაკადის  ენერგეტიკული უსაფრთხოება პოპულისტური მიდგომა კი არ არის, არამედ არის ნამდვილი რეალური წვლილი ენერგეტიკულ უსაფრთხოების საკითხში, რადგან, უახლოეს მომავალში რუსული აირი არა მხოლოდ თურქეთს მიეწოდება და ხელს შეუწყობს  მისი ეკონომიკის განვითარებას, არამედ მის ტერიტორიაზე გავლით, იგი ევროპელ მომხმარებელსაც მიეწოდება.

თურქული ნაკადის შავ ზღვაზე გამავალი მონაკვეთის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით დღეს სტამბულში საზეიმო ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი.  

ხსენებული პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ორი 930 კილომეტრიანი მილსადენით რუსული გაზის ტრანსპორტირება თურქეთსა და ევროპაში მოხდება და თითოეული მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 15,75 მილიარდი კუბური მეტრი იქნება რა, აქედან ერთი მილსადენით თურქეთის მოთხოვნილება დაკმაყოფილდება, მეორეთი ევროპის ქვეყნების

 



მსგავსი ინფორმაციები