ანკარას ტუნისელი დიპლომატი სტუმრობს

იგი ჩავუშოღლუმ მიიღო

ანკარას ტუნისელი დიპლომატი სტუმრობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად ჩამოსული თავისი ტუნისელი კოლეგა ჰამის ელ ჯიჰინავი მიიღო.

პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს, რომელზედაც თურქმა დიპლომატმა შეფასება მისცა რა კატარის კრიზისს, თქვა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ეს პრობლემა მხოლოდ დიალოგის გზით უნდა მოაგვარონ.

“ჩვენ არაბ ძმებს შორის წარმოქმნილი პრობლემის მოგვარების ან მისი როგორმე გადატანის მცდელობებს ვიჩენთ. აქ ტუნისიც დაბალანსებულ მიდგომას იჩენს და ასეც უდნა იყოს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ამ რამაზანობის თვეში, 4 არაბული სახელმწიფოს მხრიდან კატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, არ მიესალმებიან.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ საუდის არაბეთი უფროსი ძმის როლს შეითავსებს და მისი თაოსნობით მოკლე დროში მოგვარდება ეს პრობლემა.

ჩავუშოღლუ ლიბიის პრობლემასაც შეეხო და ტუნისის მხრიდან ამ პრობლემის მოგვარების მიზნით გამოჩენილი მცდელობები შეაქო რა, იმედი გამოთქვა, რომ ამ ქვეყანაშიც მალე სტაბილურობა დამყარდება.

ტუნისელმა დიპლომატმაც მხარი დაუჭირა კატარის კრიზისის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას



მსგავსი ინფორმაციები