18 ივნისი ისტორიაში

18 ივნისი ისტორიაში

18 ივნისი ისტორიაში

18 ივნისი ისტორიაში

1815 წლის 18 ივნისს ნაპოლეონის სარდლობით ვატერლოოს ბრძოლაში მონაწილე ფრანგულმა არმიამ გაერთიანებული ევროპის არმიის წინაშე დამარცხება განიცადა. ამ ბრძოლის შედეგად ფრანგული შეიარაღება მთლიანად იქნა განადგურებული და ნაპოლეონსაც ბოლო მოეღო. ეს ომი პირველ მსოფლიო ომამდის ყველაზე მაშტაბურ ბრძოლადაა მიჩნეული და ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ ევროპის და კოლონიზატორული ყვეყნების ახლიდან გადანაწილება მოხდა. ნაპოლეონის დამარცხებით დასრულებული ბრძოლის შემდეგ იგი ინგლის ჩაჰბარდა და დარჩენილი სიცოცხლე წმინდა ელენას კუნძულზე გაატარა.

1847 წლის 18 ივნისს ფრანც ლისტიმ სტამბოლში ისტორიული კონცერტი გამართა. 19-ე საუკუნის ყველაზე ცნობილ უნგრელ პიანისტთაგან ფრანც ლისტიმ ოსმალეთის სულთან აბდულმეჯიდს დოლმაბაჰჩეს სასახლეში ისტორიული კონცერტი გაუმართა. კლასიკური დასავლური მუსიკით დაინტერესებულმა სულთანმა ლისტი სტამბოლში მოიწვია რა, უნგრელმა პიანისტმა ჯერ დოლმაბაჰჩეს სასახლეში, შემდეგ კი ბუიუქ დერეში მყოფ ფრანჩინის სახელობის კოშკშიც გამართა, რითაც თურქი მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა.

1965 წლის 18 ივნისს თურქი მწერალი და ჟურნალისტი რეფიქ ჰალით ქარაი 77 წლის ასაკში სტამბოლში გარდაიცვალა. ქარაიმ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების გამო ერთი პერიოდი გადასახლებში იცხოვრა, მაგრამ სტამბოლში დაბრუნების შემდეგ იგი თურქეთის ფოსტის გენერალურ დირექტორად იქნა დანიშნული. იგი თავის ნაწარმოებებით მკითხველს ანატოლიას აცნობდა, რითაც თურქული ლიტერატურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი თურქი ნოველისტი გახდა.

1979 წლის 18 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა და საბჭოთა კავშირის მეთაურმა ლეონიდ ბრეჟნევმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის მეორე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დიდი ხნის მოლაპარაკებების შემდეგ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაფორმებულ ხელშეკრულებას აშშ-ს მედიის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნული შეთანხმება საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრის შემდეგ დაირღვა.

1988 წლის 18 ივნისს იმ პერიოდის თურქეთის პრემიერმინისტრ თურგუთ ოზალზე ანკარაში ათათურქის სახელობის სპორტ დარბაზში პარტიის ყრილობის დროს მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. იგი თავდასხმის შედეგად მარჯვენა ხელში დაიჭრა. მასზე თავდასხმის განმხორციელებელ პირს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თურგუთ ოზალის მხრიდან შეწყალებული თავდამსხმელი პირობითად იქნა გათავისუფლებული.


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები