რუსეთის ახალი ელჩი ანკარაში ალექსეი იერხოვი გახდა

პუტინმა ხელი მოაწერა შესაბამის დადგენილებას

რუსეთის ახალი ელჩი ანკარაში ალექსეი იერხოვი გახდა

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც 6 თვის წინ ანკარაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თურქეთში, ანდრეი კარლოვის ადგილზე ალექსეი იერხოვის დანიშვნას ითვალისწინებს. რუსეთის ყოფილი გენერალური კონსული სტამბულში ერხოვი ამ ბოლო ხანებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილ კრიზისულ ცენტრს ხელმძღვანელობდა. კარლოვის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მისი ადგილი 6 თვის განმავლობაში ვაკანტური იყო   



მსგავსი ინფორმაციები