11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა

დღეისათვის მსოფლიოში 1,1 მილიარდი გოგონაა

11 ოქტომბერი  გოგონათა საერთაშორისო დღეა

2012 წლიდან თურქეთის, კანადის და პერუს ინიციატივით 11 ოქტომბერი,  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, ყურადღება გამახვილდეს გოგონების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე და მათი  უფლებების უზრუნველყოფაზე. მაგრამ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ გასული წლის  მსოფლიო გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით სექსუალური უთანასწორობა და საქმიანობის არათანაბარი გადანაწილება გოგონებში ძალიან ახალგაზრდა ასაკში იწყება. ამ დღის უფრო ფართო მასშტაბიანი ღონისძიებებით არ აღნიშვნის  მიზეზი კი მათი რთული მდგომარეობაა. დღეისათვის მსოფლიოში 1,1 მილიარდი გოგონაა. ამათგან 62 მილიონი კი სკოლაში არ დადის. 15-19 წლამდე გოგონებიდან ყოველი მეშვიდე იძულებით ქორწინდებიან. ყოველდღიურად 18 წლამდე  გოგონების იძულებით დაქორწინებულთა რაოდენობა  მსოფლიო მასშტაბით 47 ათას 700-ია. ყოველ 10 წუთში ერთი გოგონა  მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. 5-დან 14 წლამდე გოგონები მათივე ასაკის ბიჭებთან შედარებით უფრო მეტს მუშაობენ. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში დაწყებული ეს უთანასწორობა, მათ შემდეგ   ცხოვრებაშიც აისახება.



მსგავსი ინფორმაციები