სტამბოლი 18 ოქტომბერს დიდ სიმპოზიუმს უმასპინძლებს

სიმპოზიუმის ორგანიზატორი TRT World-ია

სტამბოლი 18 ოქტომბერს დიდ სიმპოზიუმს უმასპინძლებს
სტამბოლი 18 ოქტომბერს დიდ სიმპოზიუმს უმასპინძლებს
სტამბოლი 18 ოქტომბერს დიდ სიმპოზიუმს უმასპინძლებს

სტამბოლი 18 ოქტომბერს დიდ სიმპოზიუმს უმასპინძლებს, სადაც გლობალური პრობლემები განიხილება.

სიმპოზიუმის ორგანიზატორი TRT World-ია

სტამბოლი 18 ოქტომბერს დიდ სიმპოზიუმს უმასპინძლებს, სადაც გლობალური პრობლემები განიხილება.

სიმპოზიუმის ორგანიზატორი TRT World-ია.

TRT World-ის მიერ აქტუალური, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების განსახილველად პირველად ორგანიზებულ TRT World ფორუმს ბევრი ქვეყნის დაახლოებით 400 პოლიტიკოსი, საქმოსანი, მეცნიერი, აქტივისტი და ჟურნალისტი დაესწრება.  

ფორუმი თემა იქნება „გაურკვევლობის ეპოქაში ცვლილებების შტაგონება.“

ფორუმზე გამომსვლელებს შორის იქნებიან ესპანეთის ყოფილი პრემიერი ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატერო, მალკოლმ იქსის ქალიშვილი, აქტივისტი ილასა საბაზი, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ, სამხრეთ აფრიკის განვითარების მინისტრი, ტრტ-ს გენერალური დირექტორი იბრაიმ ერენი და  RUSI-ს გენერალური დირექტორი კარინ ფონ ჰიპელი.  

ფორუმის ფარგლებში გაიმართება სხდომები, სადაც საუბარი იქნება ქსენოფობიასა და ისლამოფობიაზე, ჰუმანიტარულ დახმარებებზე, საერთაშორისო სისტემის კრიზისზე და ამ პრობლემების მოგვარების მსგავს საკითხებზე.

18 ოქტომბერს ჩასატარებელ “TRT World Citizen”ის პროექტით  TRT World-ის ჰუმანიტარული კრიზისების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად დაწყებული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის პრეზენტაცია მოხდება.  

პროექტის თემა დაკარგული მიგრანტი ბავშვებია.

მიგრანტების საკითხის დღის წესრიგში ჩაყენებასთან ერთად მოხდება დოკუმენტურ ფილმზე მუშაობაც.  

TRT World-ის საინფორმაციო განყოფილების კოორდინატორმა ფათიჰ ერმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ამავდროულად ჩვენ ვამზადებთ დოკუმენტურ ფილმს ორგანოებით მოვაჭრე მაფიის ხელში ჩავარდნილი ბავშვების შესახებ და მას უმოკლე დროში გავუშვებთ ეთერში, გაგრძელდება ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები.“   

ფორუმსა და მონაწილეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ მისამართზე  forum.trtworld.com.


საკვანძო სიტყვები: ფორმი , TRT World

მსგავსი ინფორმაციები