თურქებმა სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს რუს სამხედროს

იგი მკურნალობას გადის ჩანაქკალეს საავადმყოფოში

თურქებმა სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს რუს სამხედროს

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების კუთვნილმა KIL-158 სახელწოდების ლოგისტიკური უზრუნველყოფის გემმა, ჩანაქკალეს, იგივე დარდენელის სრუტეში გავლისას, ერთ ერთი პერსონალის ავადმყოფობის გამო,  თურქეთის შეიარაღებული ძალებისგან მისი სამედიცინო ევაკუაცია მოითხოვა.

თავის მხრივ ჩანაქკალეს სრუტის სამეთაურომ კონტაქტი დაამყარა ადგილობრივ სამოქალაქო ხელისუფლებასთან და რუსი ავადმყოფის 18 მარტის სახელობის უნივერსიტეტის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს.

ხსენებული საავადმყოფოს განცხადებით რუსი პაციენტის მკურნალობა გრძელდება და მას თან ახლავენ და მზრუნველობას უჩენენ საზღვაო ძალების სარდლობის მიერ დანიშნული 2 სამედიცინო ოფიცერი



მსგავსი ინფორმაციები