კატარმა ღაზას 9 მილიონ დოლარიანი სასწრაფო დახმარება გაუგზავნა

კატარმა ღაზას 9 მილიონ დოლარიანი სასწრაფო დახმარება გაუგზავნა

კატარმა ღაზას 9 მილიონ დოლარიანი სასწრაფო დახმარება გაუგზავნა

კატარის ემირის,  შეიხ თემინ ბინ ჰამად ელ სანის ბრძანებით   ღაზისათვის გაგზავნილი 9 მილიონ დოლარიანი სასწრაფო დახმარებამ დანიშნულების ადგილზე უკვე ჩააღწია. კატარის დახმარებასთან დაკავშირებით,  ღაზაში დარულ ბეიდას სახელწოდების საავადმყოფოს წინ, ღაზის რეკონსტრუქციის კომიტეტის თავჯდომარემ, ელჩმა,  მუჰამმედ ელ-იმადიმ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ დახმარების ფარგლებში მათ კვების  პროდუქტით სავზე ყუთები, საბნები და 2 მილიონ 600 ათასი დოლარის ღირებულების გაზის ბალონების შესყიდვის დახმარება მიიღეს. მისივე თქმით კატარის მიერ აღნიშნული დახმარება,  გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს და გაეროს ჰუმანიტარული საქმეთა საკოორდინაციო სამსახურის კოორდინაციით განხორციელდა. ელ-იმადიმ პრესკონფერენციის დროს ასევე დასძინა, რომ დახმარების თანხიდან 1 მილიონი დოლარი, ღაზაში ღარიბი ოჯახების სახლების გარემონტებას  მოხმარდება რა, დაამატა, რომ კატარის მიერ ღაზისათვის გაწეული ყველა დახმარება გაეროს და სხმა საერთაშირისო  ორგანიზაციების ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება. კატარი ღაზას, ისრაელის მხრიდან 2014 წლის შემდეგ დაწყებული თავდასხმების შედეგად დანგრეული სამედიცინო დაწესებულებების აღსადგენად და სხვა საჭიროებებისათვის დახმარებებს უწევს.



მსგავსი ინფორმაციები