ჰოკინგის ფერფლი ლონდონში დაკრძალეს

იგი ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით დაასაფლავეს

ჰოკინგის ფერფლი ლონდონში დაკრძალეს

 

მიმდინარე წლის 14 მარტს  გარდაცვლილი ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის, სტივენ ჰოკინგის ფერფლი ლონდონში გამართული სპეციალური ცერემონიით დაკრძალეს.
ლონდონის ვესტმინსტერის სახელობის ეკლესიაში სტივენ ჰოკინგისათვის სპეციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც
100-ზე მეტი მეცნიერთან ერთად ხელოვანები და ახლობელ-მეგობრებიც დაესწრნენ.

ჰოკინგის ფერფლი დაკრძალეს ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით.

ჰოკინგმა პირველად სახელი გაითქვა 1960-იან წლებში, როცა სამყაროს ბუნებისა და შავი ხვრელის შესახებ მსოფლიოს ინფორმაციები მიაწოდა.

იგი მარტის თვეში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა



მსგავსი ინფორმაციები