ანადოლუ ათეშმა ბაქოში კონცერტი ჩაატარა

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ანადოლუ ათეშმა ბაქოში კონცერტი ჩაატარა

 

განთქმულმა თურქულმა საცეკვაო ანსამბლმა Anadolu Ateşi/ანატოლიურმა ცეცხლმა, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს, თურქეთის კავკასიური ისლამური არმიის მხრიდან, სომხური და ბოლშევიკური რაზმებისგან განთავისუფლების 100 წლისთავთან დაკავშირებით ბაქოში, მის ახალ არქიტექტურულ მშვენება, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრში  კონცერტი გამართა, რომელსაც თურქეთის ელჩ ერქან ოზორალთან ერთად აზერბაიჯანის და თურქეთის მრავალი ოფიციალური პირებიც დაესწრნენ.

თურქული ანსამბლის თითოეულ გამოსვლას ათასობით ბაქოელი და მისი სტუმრები სრული ანშლაგით ხვდებოდნენ. თურქულ და ანატოლიურ ფოლკლორსა და მითოლოგიაზე დაფუძნებულმა ნაირ ნაირმა ქორეოგრაფიამ,  დიდი გულისყურით მომზადებულმა საინტერესო მაკიაჟებმა და სხვადასხვა ფოლკლორულ ტანსაცმელში შესრულებულმა ცეცხლოვანმა ცეკვებმა მაყურებელი აღაფრთოვანა.

აუდიტორია მოცეკვავეთა ყოველ გამოსვლას თურქეთის და აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშებით და ალმებით ესალმებოდნენ.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ასევე აზერბაიჯანის ცნობილმა მომღერლებმა და მოცეკვავეებმაც



მსგავსი ინფორმაციები