ანტარქტიდაზე მეორე ექსპედიცია მოეწყობა

ექსპედიციამდე ამ კონტინენტს ეწვია 4 თურქი აკადემიკოსი

ანტარქტიდაზე მეორე ექსპედიცია მოეწყობა

 

მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ფარუკ ოზლუმ განაცხადა, რომ ანტარქტიდაში თურქული მეცნიერების ბაზის შექმნის პროექტის ფარგლებში, მეორე ეროვნული სამეცნიერო ექსპედიციის წინ, ამ კონტინენტს ეწვია 4 თურქი აკადემიკოსი და დაიწყეს წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები.

მისივე განცხადებით, თურქეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მოქმედებას ანტარქტიდაში დიდი სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური  მნიშვნელობა გაჩნია და ამიტომ  ამ მიმართულებით გამოჩენილ ძალისხმევას გააფართოებენ და დააჩქარებენ.

პირველი ეროვნული სამეცნიერო ექსპედიცია ანტარქტიდაზე თურქმა მკვლევარებმა გასული წლის თებერვალში განახორციელეს და ამ ექსპედიციაში 9 მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობდა, მეორე ექსპედიცია კი მიმდინარე წლის თებერვალ-აპრილს შორის მოეწყობა.

მინისტრის თქმითვე, თურქეთმა, ანტარქტიდაზე სამეცნიერო კომპეტენციის  გაუმჯობესების მიზნით  ხელშეკრულება გააფორმა ამ კონტინენტზე სამეცნიერო კვლევითი ცენტრების მქონე ბელგიასთან, ბულგარეთთან, ჩეხეთთან, სამხრეთ კორეასთან, პოლონეთთან და ჩილესთან.



მსგავსი ინფორმაციები