იაპონელებმა გრიპი დაამარცხეს?!

აბის ერთჯერადი დოზით სრულიად კურნავენ გრიპის ვირუსს

იაპონელებმა გრიპი დაამარცხეს?!

 

იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს აბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში, თანაც ერთჯერადი დოზით, სრულიად კურნავს გრიპის ვირუსს.

გაზეთ The Wall Street Journal-ის მიხედვით, პრეპარატის ლაბორატორიაში წარმოებულმა ტესტირებამ ბოლო ეტაპს მიაღწია.

იაპონელ და ამერიკელ ავადმყოფებზე გამოყენებული ეს აბი, ერთჯერადი დოზითაც კი სრულიად კურნავს 24 საათის განმავლობაში გრიპის ვირუსს, ხოლო ამის პარალელურად დაავადების სიმპტომებსაც სრულიად აქრობს.

ასე რომ, იგი ამჟამად არსებული გრიპის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ მედიკამენტ Tamiflu-ზე, სამჯერ უფრო სწრაფად კურნავს.

სპეციალისტების აზრით, ვირუსის ასეთი სწრაფი განადგურება სერიოზულად შეამცირებს მის ინფიცირებასაც.

კვლევის ჯგუფმა განაცხადა, რომ თუ მომავალი ტესტებიც მოსალოდნელივით კარგად დასრულდება, მაშინ, მომავალ წელს მას სარეალიზაციოდ გამოუშვებენ



მსგავსი ინფორმაციები