მთვარეზე პირველი ტურისტის ვინაობა ცნობილია

იაპონელი მილიარდერი მთვარის გარშემო 2023 წელს იმოგზაურებს

მთვარეზე პირველი ტურისტის ვინაობა ცნობილია

 

როგორც განაცხადა კოსმოსური კომპანიის, Space X-ის  დამფუძნებელმა ელონ მასკმა, მსოფლიოში პირველი კერძო სტუმარი მთვარეზე იქნება იაპონელი მილიარდერი, 42 წლის იუსაკუ მაეზავა.

ამ უკანასკნელმა კენჭისყრაზე გამარჯვების შემდეგ თავისი სასიხარულო განცდები ვერ დამალა.

იაპონელი მეწარმის თქმით, იგი ბავშვობიდან ოცნებობდა მთვარეზე მოგზაურობას და ამ მოგზაურობაში იგი მრავალ თავის ნაცნობ ხელოვანსაც მიიპატიჟებს.

იაპონელი მილიარდერი ასევე ცნობილია, როგორც ხელოვნების დიდი მოყვარული და ენთუზიასტი.

მაეზავას ერთ კვირიანი ტურისტული მოგზაურობა მთვარის გარშემო 2023 წელს არის დაგეგმილი და კონტრაქტის გათვალისწინებით, არც ერთი ტურისტი მთვარეზე ფეხს არ დაადგამს



მსგავსი ინფორმაციები