ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ვიეტნამში ძლიერი ქარიშხლის და გადაუღებელი წვიმებით  გამოწვეული წყალდიდობას და მეწყერის  შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.  ოფიციალური პირების განცხადებით ასევე 39 ადამიანი დაკარგულად ითვლება. კატასტროფების მართვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებით,  წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა და  30 ათასზე მეტი ბინა კი წყლის ქვეშ დარჩა. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში წყალდიდობით გამოწვეული პრობლემების გამო, სამაშველო და სამძებრო სამუშაოების ჩატარება საჭიროებისამებრ ვერ ხორციელდება. სამაშელო სამუშაოებში 580 სამხედრო და პოლიციელთან ერთად 2000 მოხალისეც არის ჩართული. ვიეტნამში მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მომხდარი მსგავსი წყალდიდობის შედეგად,   26 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ყოველწლიურად ძლიერი წვიმების და წყალდიდობის გამო ასობით ადამიანი იღუპება.



მსგავსი ინფორმაციები