ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 1

ტრამპის უგუნური გადაწყვეტილება და მისი შედეგები

ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 1

 

როგორც ცნობილია აშშ ყოველთვის ისრაელის გვერდით დგას და ამიტომ ისრაელის მხრიდან პალესტინელებზე განხორციელებულ უსამართლობებზე და ძალადობებზე ხმას არ იღებს, თვალებს უხუჭავს და ეს კი ისრაელს კიდევ უფრო ათამამებს და ახალ ახალ ზეწოლებს ახორციელებინებს. ბოლო თანადგომა ამერიკამ ისრაელს დეკემბრის თვეში გამოუხატა, როცა დონალდ ტრამპმა  ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ამან მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მუსლიმანურ სამყაროში უდიდესი აღშფოთება და საპროტესტო ტალღები გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ ბუმერანგის როლი შეასრულა და საბოლოო ჯამში ამერიკამ და ისრაელმა უდიდესი კრახი განიცადეს. ასე რომ, ვაშინგტონმა ჯერ ჩრდილოეთ ერაყში ბარზანის ავტონომიისადმი მხარდაჭერით პირველი მარცხი განიცადა, ხოლო შემდეგ იერუსალიმის სტატუსის საკითხში მეორე დამარცხება იწვნია

ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, თურქეთის ინიციატივით და ხელმძღვანელობით 2017 წლის 16 დეკემბერს სტამბოლის საგანგებო კონგრესზე შეიკრიბა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და პირველად ერთსულოვნად სოლიდარობა გამოუცხადეს რა პალესტინას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ამღიარებელი ტრამპის გადაწყვეტილება ბათილად სცნეს, ხოლო მის საწინააღმდეგოდ ხმების დიდი უმრავლესობით აღმოსავლეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარების რეზოლუცია მიიღეს, რომელიც შემდეგ გაეროს გენერალურ სესიაზეც ხმის უმრავლესობით იქნა მიღებული. ამით ისლამური სამყარო უძრაობის და უმოქმედობის პერიოდიდან პირველად გამოვიდა და მკაცრად დაუპირისპირდა ამერიკა-ისრაელის ტანდემს, როცა მთელი ორასი წლის განმავლობაში დუმდნენ მათ უსამართლო და უკანონო ნამოქმედარებზე. არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ კენჭისყრის წინ ვაშინგტონი თითის ქნევით დაიმუქრა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი მხარე მხოლოდ ათიოდე ქვეყანამ დაიკავა, დანარჩენებმა მის წინააღმდეგ აღიმაღლეს ხმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო იმ მითოლოგიური და ფსიქოლოგიური ბარიერის გადაკვეთა, რომლითაც ვითომც და მუსულმანებს არ შეეძლოთ აშშ-ისა და ისრაელის წინაშე ერთიანი გამოსვლა და დაპირისპირება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუსლიმანების ეს “აჯანყება“ იმ პერიოდში მოხდა, როცა სირიაში, იემენში და ლიბიაში სამოქალაქო კონფლიქტები გრძელდება, ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ გრძელდება კონფესიური შეტაკებები, ტერ ორგანიზაცია ფაქტიურად უკვე დამარცხებულია, ეგვიპტეს პროდასავლური ხელისუფლება მართავს, კატარსა და ყურის სხვა ქვეყნებს შორის ცივი ომი მიმდინარეობს და სხვა, ამიტომაც გაეროს კენჭისყრაზე ისლამური ქვეყნების თანადგომამ თუნდაც მცირედი, მაგრამ, იმედის ნაპერწკალი მაინც გააჩინა

პირველი ყველაზე დიდი განხეთქილება არაბულ სამყაროში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როცა სულთან სელაჰეტტინ ეიუბის ძმისშვილმა, მელიქ ქამილმა ტახტის მემკვიდრეებთან ბრძოლის ფარგლებში ჯვაროსნებთან ხელმოწერილი შეთანხმებით იერუსალიმი მათ გადასცათ და მხოლოდ 88 წლის შემდეგ, კონკრეტულად კი 1187 წელს სულთანმა სელაჰეტტინმა ჯვაროსნები დაამარცხა რა, ახლიდან დაეუფლა იერუსალიმს. მას შემდეგ მელიქ ქამილს არაბულ სამყაროში მოღალატის იარლიყი მიაკრეს და მის საწინააღმდეგო საპროტესტო დიდი გამოსვლები მოაწყვეს ბაღდადში, დამასკოში კაიროში და იმ დროის სხვა დიდ მუსლიმანურ ქალაქებში. ალბათ სწორედ ეს მელიქ ქამილი წარმოუდგათ თვალწინ სტამბოლის და შემდეგ გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაში მონაწილე მუსლიმან ლიდერებს და ამიტომ არც ერთ მათგანს არ დაუჭერია პრო ამერიკული პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ლიდერი, რომელიც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად სცნობდა, ახალი არაბული გაზაფხულის პირისპირ დადგებოდა და ხელისფლებასაც დაკარგავდა

ისიც შეიძლება ითქვას, რომ გაეროს კენჭისყრა გლობალურ ანტი ამერიკულ აჯანყებად გადაიქცა და მხოლოდ პატარა და აქამდე უცნობმა სახელმწიფოებმა გამოიჩინეს პრო ამერიკული პოზიცია, ხოლო მსოფლიოს თითქმის ყველა დიდმა და ძლიერმა სახელმწიფომ, ამერიკის მუქარის მიუხედავად პალესტინელების მხარე დაიჭირა და ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საბოლოოდ იმარჯვებს არა ძალა და ძლიერება, არამედ სამართალი 

მოკლედ, დონალდ ტრამპმა თავისი უაზრო, უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებით ყველაზე დიდად თავის თავს აზარალა. ამის პარალელურად ისიც ცხადი გახდა, რომ როგორც ახლო აღმოსავლეთის ნეო-მონღოლური ოკუპაცია  დასრულდა, ასევე ძველი მსოფლიო წესრიგიც ვეღარ შენარჩუნდება, რამეთუ, აშშ-ს ჰეგემონიის წინააღმდეგ თავისუფლების ცეცხლი უკვე გაიხსნა და თუ როგორ განვითარდება ამის შემდეგ მოვლენები, ამას უახლოეს დღეებში კარგად დავინახავთ



მსგავსი ინფორმაციები