ამერიკამ ირანისადმი ახალი სანქციების დაწესება 4 თვით გადაავადა

ტრამპმა ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა

ამერიკამ ირანისადმი ახალი სანქციების დაწესება 4 თვით გადაავადა

 

თეთრი სახლიდან გავრცელებული განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ, ირან-დასავლეთს შორის 2015 წელს ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებისადმი თავისი საბოლოო პოზიცია დააფიქსირა და მისი მიხედვით ირანისადმი ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესება 4 თვით გადაავადა რა, კიდევ ერთხელ მოითხოვა ამ შეთანხმებაში ზოგიერთი ცვლილებების შეტანა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანი აქტიურობს რეგიონის დესტაბილიზაციის საქმეში და ამიტომ მისი შეჩერების მიზნით საჭიროა მასზე ზეწოლის გაძლიერება.

ამავე განცხადებაში ვაშინგტონი თეირანის რეჟიმს მოუწოდებს, რომ ირანელ ხალხს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები და თავისუფლებები მისცეს



მსგავსი ინფორმაციები