ინდოეთის კუთვნილი ვერტმფრენი ომანის ზღვაში ჩამოვარდა

დაიღუპა 4 კაცი, 3 დაკარგულად არის გამოცხადებული

ინდოეთის კუთვნილი ვერტმფრენი ომანის ზღვაში ჩამოვარდა

 

ინდოეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაკარგულადა არის გამოცხადებული და მათი ძებნა სამაშველო ეკიპაჟების მხრიდან გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საზღვაო პრეს სპიკერმა დ. შარმამ აღნიშნა, რომ ვერტმფრენმა, რომელიც სახელმწიფო ნავთობკომპანიის თანამშრომლებს ატარებდა და რომელიც ინდოეთის ქალაქ მუმბაიდან აფრინდა, ომანის ზღვაში ჩამოვარდა. მისივე თქმით ვერტფრენის ბორტზე 7 კაცი იყო და მათგან ოთხის გვამს მიაგნეს, ხოლო დანარჩენი სამის ძიება გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები