გლობალური პერსპექტივა 6

დახეული პირადობის მოწმობები

გლობალური პერსპექტივა 6

 

გლობალური პერსპექტივა 6.2018

დახეული პირადობის მოწმობები                                      

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

 

თანდათან დანგრეულ კუთვნილებას, ნეტა კაცობრიობა საით მიჰყავს?

ჩვენი ცხოვრების ერაში მომხდარ მოვლენებს თუ გადავხედავთ, პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდს გაგვახსენებს. ამ ყველაფრისგან თუ მაგალითს არ ავიღებთ, შეიძლება ითქვას, რომ „ისტორია მეორდება." საუკუნის დასაწყისშიც ასე იყო, მსოფლიო ახალი პირადობებისთვის და კუთვნილებისთვის იბრძოდა. იმპერატორი კი ახალი პირადობების წინააღმდეგ იბრძოდა. ეს ხდებოდა გარკვეული პერიოდით ყველა რეგიონში. ამიტომ ოსმალეთის, ინგლისის, ავსტრიის და უნგრეთის იმპერიები დაინგრა.  ახლა კი თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

მსოფლიომ სამწუხაროდ, საფრანგეთის რევოლუციის და ნაციონალიზმის გადმონაშთები ჯერ კიდევ ვერ მოიშორა. ეს სენი   სამწუხაროდ მსოფლიოში გავრცელებას აგრძელებს, თითქოს და გადატანილი ორი მსოფლიო ომი საკმარისი არ იყოს.  თურქეთის ირგვლივ რეგიონებს თუ გადავხედავთ ნათლად შევამჩნევთ, რომ თითქოს და ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე პერიოდში ვცხოვრობთ. დანაწევრებული ბალკანეთი, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და დანაწევრების პირას მყოფი ესპანეთი... 

დანაწევრებული ან კიდევ დანაწევრების პირას მყოფი ქვეყნები კი არა, არამედ ახალი სიკვდილიანობისთვის შექმნილი პირადობებით,  თითქოს და აფეთქების მზადყოფნაში მყოფი რეგიონების შექმნას ცდილობენ ან კიდევ შექმნილია კიდეც. იმპერიების დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულმა სახელმწიფოებმა ახალ მსოფლიოში მშვიდობა ვერ დაამყარეს. უფრო მეტიც დანაწევრებული ქვეყნები იმპერიალისტური ძალების სამიზნეები ხდებიან რა, ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნები თავის დაცვასაც კი ვერ ახერხებენ. თანდათან დანგრეულ კუთვნილებას, ნეტა კაცობრიობა საით მიჰყავს? ეთნიკური და სექტანტური დანაწევრება ნეტა როდის შეჩერდება? სინამდვილეში ეს კითხვა  კაცობრიობისთვის ამოუხსნელი არ არის. ოსმალეთის სახელმწიფომდე,  ანატოლიის საბეგოების პერიოდში ადამიანებს რამდენად და სადამდის შეეძლოთ თავისუფლად მოქმედება?  სახელმწიფოების, პირადობების და კუთვნილებების დანაწევრებამ კაცობრიობას ეკონომიკის, სავაჭრო, ჯანდაცვის, განათლების და ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო გაურთულა არსებობა. ადამიანი, დიდი ერების ნაწილიდან დანაწევრებულ ვინაობებად გადაქცევის შემთხვევაში, იგი უფრო მარტოდმარტო რჩება. ეს კი როგორც ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. დანაწევრებულ და გათითოკაცებულ პირებზე, რომლებსაც ყოველგვარი ვინაობა აქვთ დაკარგული, მათზე საშიში რა შეიძლება იყოს? განა რეგიონის, კაცობრიობის და მსოფლიოს მიერ ამ თვალსაზრისით გაღებული საფასური საკმარისი არ არის? ჩაგრულმა ერებმა და რეგიონებმა ეთნიკური და სექტანტური დანაწევრებით როდემდე უნდა იხადონ ამ ყველაფრის საფასური?  გლობალური მოთამაშეების „დაყოფე და იბატონე“-ს პოლიტიკა ნეტა როდემდე  უნდა გაგრძელდეს? ასეთი მიდგომა  არც ეთნიკურ, სექტანტურ, ზნეობრივ და რელიგიურ ღირებულებებს არ შეეფერება. ამიტომ  ამ ყველაფერს  პოეტ,  ნეჯიფ ფაზილის ნათქვამით შეიძლება შევძახოთ: „შეჩერდით მასებო ეს ქუჩა ჩიხია.” ამ ყველაფრის წინააღმდეგ,  ჩვენ უნდა დავნერგოთ ხედვა, რომელიც კაცობრიობას დანაწევრებისგან დაიცავს და გაერთიანებაში  შეუწყობს ხელს. ჩვენ ასვე გვესაჭიროება ეგოიზმისგან შორს დგომა, უფრო მეტის გაზიარება და ასევე უფრო მეტი ზნეობის ამაღლება. ჩვენ ასევე გვესაჭიროება ზოგადსაკაცობრიო ზნეობა, რომელიც ისლამს ძალიან ჰგავს, იგი მშვიდობიანი თანაცხოვრების მომტანია. სწორედ ამ მიმართულებით უნდა იქნეს წარმართული ყოველი პოლიტიკა.

მაგრამ როგორ?

ფაქტიურად პასუხი ცნობილია. მაგრამ მისი განხორციელებაა რთული. მისი განხორციელებისათვის მოთმინება და დაჟინებაა საჭირო.

პირველ რიგში ყველა ქვეყანამ ეთნიკურ, იდეოლოგიურ, სექტანტურ და რელიგიურ დაჯგუფებების მიმართ უფრო ყოვლისმომცველი პოლიტიკა უნდა გაატაროს. მეორე, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება არ უნდა იქცეს საგარეო პოლიტიკის ნაწილად. ზოგიერთი ქვეყნები ყველაფერს სტრატეგიული ხედვით აფასებენ და არსებულ მრავალფეროვნებას ერთგვარ პრობლემად მიიჩნევენ. სხვადასხვა კულტურების და მრწამსის შემცველ ქვეყნებს იმპერიალისტური ძალების წინაშე უფრო მეტი სიფრთხილე სჭირდებათ. ყოველი არასწორი პოლიტიკით შეიძლება საკუთარ მოსახლეობასაც მიაყენონ ზარალი. დიახ, ის, ვინც ასე ფიქრობს, გლობალური მოთამაშეების წინააღმდეგ სამოქმედოდ ძალიან მნიშვნელოვანია. კარგით, მაგრამ დღეისათვის არსებული პოლიტიკა ასეთია? შეიძლება ითქვას, რომ არა, მაგრამ, ჩვენ მაინც უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი და  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმცირესობის  პოლიტიკა არ არის გადამწყვეტი ძალა, მაგრამ ყველა ქვეყნის მთავრობაში და მის გარეთ არიან გონიერნი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის კარგები იმარჯვებენ,  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.


საკვანძო სიტყვები: პერსპექტივა , გლობალური

მსგავსი ინფორმაციები