თავდასხმები ავღანეთში

დაიღუპა 3 სამოქალაქო პირი

თავდასხმები ავღანეთში

 

ავღანეთის აღმოსავლეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ნანგარჰარის გუბერნატორის პრესსამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ ჯალალაბადის ცენტრში მდებარე რესტორანის მეორე სართულზე, ერთ-ერთი ტომის სამუშაო ოფისში მოხდა და ამ აფეთქების შედეგად 2 კაცი დაშავდა.

ამავე ცნობით, ყველა დაღუპული და დაჭრილი სამოქალაქო პირები არიან.

ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არავის აუღია

ავღანეთიდან მიღებული მეორე ინფორმაციით კი, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ფარაჰის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული თალიბანები თავს დაესხნენ ბალაბულაკის პოლიციის განყოფილებას და წარმოქმნილი შეტაკების დროს ლიკვიდირებულ იქნა 13 ტერორისტი, ხოლო მათთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 8 პოლიციელი.

თუმცა, ზოგიერთი თვითმხილველის ცნობით დაღუპულ პოლიციელთა რაოდენობა ოცია.

თალიბანების განცხადებით კი მათ 26 პოლიციელი მოკლეს და კონტროლზე აიყვანეს პოლიციის სამი განყოფილება



მსგავსი ინფორმაციები