მაჰმუდ აბბასი გაეროს მოუწოდებს

მაჰმუდ აბბასი გაეროს მოუწოდებს

მაჰმუდ აბბასი გაეროს მოუწოდებს

პალესტინის სახელმწიფოს მეთაურმა მაჰმუდ აბბასმა გაეროს მოუწოდა,  პალესტინის პრობლემის მოსაგვარებლად მრავალმხრივ მექანიზმი ამოქმედდეს  და პალესტინა  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრად იქნეს აღიარებული. მან ამის შესახებ,  გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. აბბასმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ პალესტინელი ხალხი 70 წელია საკუთარ მიწა-წყალზე ტკივილს განიცდიან. პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას გაერო პალესტინის საკითხის მოგვარებაში წარუმატებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ისრაელს საკუთარი თავი საერთაშორისო სამართალზე მაღლა მდგომად მიაჩნია.  მაჰმუდ აბბასმა  გაეროს მოუწოდა,  პალესტინა მის წევრ ქვეყანად აღიაროს და იმ ქვეყნებსაც მოუწოდა, რომლებიც პალესტინას სახელმწიფოდ არ აღიარებენ ეს ნაბიჯი გადადგან. აბბასის,  გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლას,  აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ნიკი ჰეილი და პრეზიდენტ ტრამპის სიძე და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური მრჩეველი, ჯარედ კუშნერიც ესწრებოდა. მეორეს მხრივ გაეროს უშიშროების საბჭოზე,  ნიკი ჰეილიც გამოვიდა და გაერო ისრაელთან მიმართებაში „ცალმხრივ და არაპროპორციულად“ შეაფასა. ჰეილიმ ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობა პალესტინის ხალხის წინააღმდეგ არ არის.



მსგავსი ინფორმაციები