საფრანგეთიც ცდილობს ჩაერიოს სირიის კრიზისში

ამ მიზნით დრიანი მოსკოვს და თეირანს ეწვევა

საფრანგეთიც ცდილობს ჩაერიოს სირიის კრიზისში

 

საფრანგეთიც ცდილობს ჩაერიოს სირიის კრიზისში. ამ ქვეყნის
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივეს დრიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად იგი უახლოეს მომავალში ეწვევა რუსეთს და ირანს.

"საფრანგეთის პრეზიდენტის თხოვნით და დავალებით, მე უმოკლეს დროში, ჩავალ მოსკოვსა და თეირანში, რათა სირიის ამ მოთამაშეებთან განვიხილო შექმნილი სიტუაცია“, განაცხადა დრიანმა.  

პარლამენტში სიტყვით გამოსულმა ფრანგმა დიპლომატმა განაცხადა, რომ სირიაში გაცილებით უარესი ტენდენცია ვითარდება და ქვეყანა ჰუმანიტარული კრიზისისკენ მიექანება.



მსგავსი ინფორმაციები