ესტონეთმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ესტონეთმა რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ესტონეთმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ესტონეთმა რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

ესტონეთის ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა სამხედრო სატვირთო თვითმფრინავმა II-76 ორშაბათს ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის გამოც გუშინ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

ესტონეთის არმიის განცხადებით, რუსულმა სამხედრო სატვირთო თვითმფრინავმა ბალტიის ზღვაში კუნძულ ვაინდლოსთან ახლოს საჰაერო სივრცე დაარღვია, ეს თითქმის 1 წუთი გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის რადარის მიმღები ღია იყო ესტონეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურთან კავშირი არ დაამყარა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ბრალდებები უარყო და გაცხადა, რომ ფრენა საერთაშორისო წესების ფარგლებში განხორციელდა და არც ერთი ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა.

რუსეთს ბალტიის ქვეყნები საჰაერო სივრცის დარღვევაში ხშირად ადანაშაულებენ.



მსგავსი ინფორმაციები