ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიგრანტებს შეურაცყოფა მიაყენა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიგრანტებს შეურაცყოფა მიაყენა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიგრანტებს შეურაცყოფა მიაყენა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ  აფრიკელ მიგრანტებს შეურაცყოფა მიაყენა და განაცხადა, რომ ისინი ტერორისტებზე უფრო საშიშები არიან. ისრაელის პრემიერმინისტრის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეგვიპტის,  სინას ნახევარკუნძულზე აგებული კედლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამით თავდასხმების და არალეგალურად გადასვლების აღკვეთა სურდათ. მისივე თქმით ისრაელი რეგიონში რადიკალი ისლამისტების მიერ არის ალყა შემორტყმული ამიტომ,  ვალდებული არიან საკუთარი ქვეყნის საზღვრები დაიცვან. „ჩვენი საზღვრის გასწვრივ სინას ნახევარკუნძულამდე 200 კილომეტრი სიგრძის კედელი ავაგეთ. ეს კედელი რომ არ ყოფილიყო, ტერორისტების თავდასხმები და აფრიკელი   მიგრანტები ჩვენს ქვეყანაში შემოვიდოდნენ, რომლებიც ტერორისტებზეც საშიში არიან“, განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის მთავრობა ბოლო წლებში იორდანიის, ეგვიპტის, ღაზას, ოკუპირებულ დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე და გოლანის მაღლობებზე „უსაფრთხოების“ კედლებს აშენებს.  



მსგავსი ინფორმაციები