მოწოდება ისრაელის საელჩოს

აჰედ თამიმი ბავშვია, იგი გაათავისუფლეთ და მე დამაპატიმრეთ

მოწოდება ისრაელის საელჩოს

პალესტინელი გოგონა,  აჰედ თამიმი 18.12.2017 წელს ისრაელის სამართალდამცველების მხრიდან დედასთან ერთად საკუთარ სახლში დააპატიმრეს. დაკავებიდან დღემდე მრავალჯერ წარადგინეს ისრაელის სამხედრო სასამართლოზე. აჰედ თამიმი ერთ-ერთი ბავშვია/სამოქალაქოა. მას სამხედრო სასამართლოზე ასამართლებენ, რომლის მსგავსიც მსოფლიოს ჯერ არ  უნახავს. მსოფლიოს მასშტაბით აჰედის და სხვა პალესტინელი ბავშვების გასათავისუფლებლად ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ჩათვლით სხვა ორგანიზაციებმაც მრავალი მოწოდებები გააკეთეს. მაგრამ,  ისრაელმა იგი არ გაათავისუფლა და დღეს 8 თვიანი სასჯელი მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ თამიმი ბავშვი გახლავთ,  სასამართლოში ხელებზე და ფეხებზე ბორკილებით მიიყვანეს.

ბავშვებს თავისუფლება მიეცით. თქვენი ბრძოლისთვის ბავშვებს ნუ გამოიყენებთ. ყველა რელიგიას და იდეოლოგიას ბრძოლის ეთიკა  გააჩნია.  ყველა რელიგიის მიხედვით ბავშვები ბრძოლის დროსაც ხელშეუხებელნი არიან და მათი დაცვა სავალდებულოა. პატარა ბავშვების დაპატიმრებით კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადიხართ.

თქვენ ღიად გთავაზობ. აჰედი გაათავისუფლეთ და მე დამაპატიმრეთ.

მე მჯერა, რომ ისრაელი ოკუპანტია. ასევე მხარს  ვუჭერ პალესტინის თავისუფლებას და ამ თვალსაზრისით,  „მავი მარმარა“-ს გემის ჩათვლით ყველა ისრაელის საწინააღმდეგო გამოსვლებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მე ასვე ისრაელის მხრიდან „ტერორისტ“-ად აღიარებული საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი გახლავთ. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ ადამიანის უფლებათა დამცველები არ გიყვართ და მათ ტერორისტად აღიარებთ. მე კი სიტყვა ტერორისტის  ჩემ თავთან დაკავშირებას არასდროს მივიღებ. ჩემი ცხოვრება ადამიანის უფლებების დასაცავად და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვენი. მაგრამ თქვენი თითქოს და „სამართალი“ მე ტერორისტად მაღიარებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენთვის ჩემი დაპატიმრება აჰედის დაპატიმრებაზე უკეთესია.

მე თქვენ ღიად შემოგთავაზე, რომ ყველა პალესტინელი  და პოლიტიკური მიზნით დაკავებული ებრაელი ბავშვი გაათავისუფლეთ, მაგრამ თუ მათ არ გაათავისუფლებთ, მხოლოდ აჰედი გაათავისუფლეთ და დადეთ იმის პირობა, რომ აღარ დააკავებთ, პირობას გაძლევ, რომ ჩემი ნებით უნდა ჩაგბარდეთ. იგი ბავშვია. დაუცველ ბავშვებს საკუთარ ბრძოლას ნუ გადააყოლებთ. მსოფლიოს მასშტაბით თქვენს მიერ ჩადენილს ყველა გმობს და გწყევლის თქვენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ყველაფერი გაფიქრებთ.

 

თუ ჩემ შემოთავაზებაზე დამთანხმდებით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ.

       21.03.2018

ადვოკატი გულდენ სონმეზი

ადამიანის უფლებათა დამცველი

 

პალესტინელმამაც    გოგონა“- 8 თვიანი  პატიმრობა  შეუფარდეს

ისრაელის სასამართლომ პალესტინელ 17 წლის „მამაც გოგონა“-ს აჰედ თამემის  8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ისრაელის სამხედროებმა იგი,  2017 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. ქალაქ რამალას მახლობლად მდებარე სახლში ისრაელის ჯარისკაცები ძალის გამოყენებით შესვლას ცდილობდნენ რა დროსაც აჰედმა მათგან ერთ-ერთს სილა გააწნა. სასამართლომ ეს ფაქტი ისრაელის სამხედროებზე თავდასხმად აღიქვა და მას 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.



მსგავსი ინფორმაციები