ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო და ბირთვული რაკეტების ცდებს შეაჩერებს

ისტორიაში პირველად სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს კიმ ჩენ ინის და მუნ ჯე ინის შორის პირდაპირი ცხელი სატელეფონო კავშირი შეიქმნა

ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო და ბირთვული რაკეტების  ცდებს შეაჩერებს

ჩრდილოეთ კორეა,   სეულის  და ვაშინგტონის მთავრობებთან დასაწყები მოლაპარაკებების წინ აცხადებს, რომ ნებისმიერი სახის სარაკეტო და ბირთვულ რაკეტების  ცდებს შეაჩერებენ. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო,  KCNA-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტ,  კიმ ჩენ ინიმ მმართველი პარტიის სხდომაზე განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის სარაკეტო და ბირთვული ცდების შეჩერების  გადაწყვეტილება მიიღო. ამავე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება 21 აპრილიდან შევა ძალაში.  ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აღნიშნული საკითხის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და განაცხადა: „ეს ჩრდილოეთ კორეისა და მსოფლიოსთვის კარგი ამბავია“.  კიმ ჩენ ინის ამ გადაწყვეტილებას სამხრეთ კორეამ და იაპონიამაც გამოეხმაურა და ორივე ქვეყანა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მეორეს მხრივ, ისტორიაში პირველად სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს კიმ ჩენ ინის და  მუნ ჯე ინის შორის პირდაპირი ცხელი სატელეფონო კავშირი შეიქმნა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ბოლო სამიტები 2000 და 2007 წლებში ფხენიანში ჩატარდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავის სამხრეთ კორეელ ლიდერთან გასამართი შეხვედრის შემდეგ,  ივნისის თვემდე აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთანაც გეგმავს შეხვედრას.



მსგავსი ინფორმაციები