თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე

დაიღუპა 6, დაიჭრა 4 პოლიციელი

თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე

 

ავღანეთის გაზნეს პროვინციაში, ტერ ორგანიზაცია თალიბანის წევრი შეიარაღებული ბოევიკების პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი პოლიციელი დაიღუპა.

გაზნეს გუბერნატორის პრესსპიკერმა არეფ ნურიმ განაცხადა, რომ ტერორისტების თავდასხმის შედეგად ოთხი პოლიციელი დაიჭრა.

მისივე განცხადებით, თავდასხმის შემდეგ წარმოქმნილ შეტაკებაში ლიკვიდირებულ იქნა შვიდი ტერორისტი.

თვით თალიბანების განცხადებით კი, მათი თავდასხმის შედეგად 9 პოლიციელი და ჯარისკაცი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები