ინდოეთი მუსონურ წვიმებს ებრძვის

10 დღეში 28 კაცი დაიღუპა

ინდოეთი მუსონურ წვიმებს ებრძვის

 

ინდოეთის კერალის პროვინციაში ბოლო 10 დღის განმავლობაში მოსული ძლიერი მუსონური წვიმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28 კაცამდე გაიზარდა.

საინფორმაციო პორტალ One India-ს მონაცემებით, 9 ივლისიდან დაწყებული, ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის საშიშროების გამო, 87,000 ადამიანი გადაყვანილ იქნა უსაფრთხო ადგილას.

ხსენებული პროვინციის სხვადასხვა ნაწილში წყალდიდობის გამო, სწავლება შეწყდა 8 რეგიონში, დაზიანდა რკინიგზის ხაზები, რის გამოც მრავალი რეისები გაუქმდა.

ინდოეთის ცენტრალური წყალმომარაგების კომისიამ 17 ივლისს გამოაცხადა, რომ  1 ივნისის აქეთ მუსონურ წვიმებს 511 ადამიანი ემსხვერპლა, 176 დაშავდა



მსგავსი ინფორმაციები