13 ივნისი ისტორიაში

13 ივნისი ისტორიაში

13 ივნისი ისტორიაში

13 ივნისი ისტორიაში 

1878 წლის 13 ივნისს ოსმალეთის, რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ავსტრია-უნგრეთის სახელმწიფოების მონაწილეობით ბერლინის კონგრესი გაიმართა. სან სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით ბალკანეთში რუსეთის ერთადერთ ძალად გადაქცევით შეშინებული ევროპის სახელმწიფოების სურვილით გამართული ბერლინის კონგრესი ერთი თვე გაგრძელდა და კონგრესის ბოლოს ხელმოწერილი ბერლინის შეთანხმებით რუსეთის გავლენა ბალკანეთში შემცირდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ოსმალეთის არსებობა ბალკანეთში კიდევ 35 წელი გაგრძელდა და ახალი სამთავროები შეიქმნა. ბერლინის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით ბოსნია და ჰერცეგოვინა პრივილეგირებულ პროვინციად გადაიქცა, კვიპროსის სანჯაყი ინგლისელებს, ნიში სერბეთს, დობრუჯა კი რუმინეთს გადაეცათ. რუსეთს კი ყარსი, ბათუმი, არდაგანი და ართვინი დარჩა.

1891 წლის 13 ივნისს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი, სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი, გაიხსნა. 1800-იანი წლების ბოლოს ოსმან ჰამდი ბეის მიერ დაარსებულ მუზეუმში სხვადასხვა კულტურების კუთვნილი ერთ მილიონზე მეტი ექსპონატია გამოფენილი. მუზეუმი, რომელიც სამი ნაგებობისაგან შედგება და ესენია მთავარი შენობა, ძველი აღმოსავლური ექსპონატების მუზეუმი და ფაიფურებიანი კოშკი, ბრწყინვალე არქიტექტურით მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. მასში გამოფენილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპონატი კი „ალექსანდრეს სარკოფაგია“. სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი მეორე მსოფლიო ომის დროს უსაფრთხოების მიზნით დაცალეს და 1963 და 1999 წლებში იქნა განახლებული.

1944 წლის 13 ივნისს ნაცისტებმა მათი ახალი გამოგონება V1-ის ბომბების ინგლისის დედაქალაქ ლონდონისაკენ გაგზავნა დაიწყეს. თანამედროვე მართვადი ბომბების პირველი ნიმუში V1-ის ბომბები ნაცისტების ოკუპაციის ქვეშ მყოფი საფრანგეთიდან ლა მანშის სრუტის გავლით ლონდონში ვარდებოდა. სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილის შემტანი ვონ ბრაუნის მიერ გამოგონილი V1-ის ბომბი რეაქტიული ძრავით საათში 500 კილომეტრს ფარავდა. V1-ებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველ ძალად მიიჩნევა, ლონდონი მიწასთან გაასწორეს.

1965 წლის 13 ივნისს თურქული კლასიკური მუსიკის ცნობილი წარმომადგენელი რეფიკ ფერსანი სტამბოლში გარდაიცვალა. მან პატარაობაშივე შეისწავლა ინსტრუმენტ ტამბურზე დაკვრა და 1919 წელში კაპიტნის წოდებით სამხედრო მუსიკალური გუნდის პედაგოგი გახდა. 1927 წელში კი მან მუშაობას თავი დაანება და აქტიურად დაიწყო მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა. რეფიკ ფერსანმა სტამბოლის რადიოს პირველ ჩაწერებში მიიღო მონაწილეობა და ათეულობით მოსწავლე აღზარდა.

 


საკვანძო სიტყვები: ივნისი , ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები