თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 39/ 2017

თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 39/ 2017

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 39/ 2017

თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველო, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთი ქვეყანაა. ჩვენი ციკლური გადაცემის დღევანდელ ნომერში სწორედ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გესაუბრებით. ამ თემაზე შემოგთავაზებთ ათათურქის სახელობის უნივერისტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარის, დოქტორ ჯემილ დოღაჩ იფექის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც სამხერთ კავკასიის ქვეყნებს შორის, ნატოსა და ევროკავშირის ჩათვლით, დასავლეთთან ურთიერთობები ყველაზე მაღალ დონეზე განავითარა. საქართველო, 2009 წლიდან ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის შექმნილ ევროკავშირ აღმოსავლეთის პარტნიორობაში შედის. ევროკაშირ აღმოსავლეთის პარტნიორობა ამ ქვეყნების ევროკავშირთან უფრო დაახლოებისათვის ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის პარტნიორობას, თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზა ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. პარტნიორობის შეთანხმებას ხელი 2014 წელში ბრიუსელში მოეწერა და 2016 წლის ივლისში ამოქმედდა ასევე დაიწო უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის.       

თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე, ყველა სფეროში განვითარდა და ორ ქვეყანას შორის ძალიან ბევრი შეთანხმება გაფორმდა. თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 16 დეკემბერს სცნო. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ პროტოკოლი კი 1992 წლის 21 მაისს გაფორმდა და ორივე ქვეყანამ საელჩოები გახსნა. ამასთანავე, თურქეთს საკონსულო აქვს ბათუმში, საქართველოს კი სტამბოლსა და ტრაპიზონში.

თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა. თურქეთი 2007 წლიდან საქართველოს ყველაზე დიდი სვაჭრო პარტნიორია. საქართველოში პირდაპირი ინვესტიციის განმხორციელებელ ქვეყნებს შორის თურქეთი პირველ რიგებშია. 2011 წელს ამოქმედებული პროტოკოლის თანახმად, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის ქვეყნებში მხოლოდ პირადობის მოწმობით შეუძლიათ მოგზაურობა. ორ ქვეყანას შორის ასევე რეგულარულად ხორციელდება უმაღლესი რანგის ვიზიტები. თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მიზნით ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მექანიზმი შეიქმნა, რომლის პირველი შეხვედრა 2016 წლის 19 ივლისს ანკარაში, მეორე კი 2017 წლის 23 მაისს თბილისში ჩატარდა.       

აზერბაიჯანთან ერთად შექმნილი  თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრების პროცესი რეგიონალური სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი სტრუქტურაა. ამასთანავე, თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტის მინისტრები, შეიარღებული ძალების სარდლები, პარლამენტების საგარეო საქმეთა კომისიების თავმჯდომარეები და საქმიანი ფორუმებიც ატარებენ სამმხრივ შეხვედრებს.         

თურქეთსა და სქართველოს შორის ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე სტრატეგიული მნიშვნელობისაა. საქართველო, როგორც კასპიის ენერგო რესურსების თურქეთში და დასავლეთ ბაზარზე გასატანად, ასევე თურქეთსა და აზერბაიჯანს, რუსეთსა და შუა აზიის რესპუბლიკებს შორის სატრანსპორტო კავშირების კუთხით  არსებულ პირობებში საკვანძო ქვეყანაა. თურქეთ, საქართველო, აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობა ხორციელდება. ამის კონკრეტული მაგალითებია ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მილსადენი და ბაქო-თბილისი-ერზურუმის ბუნებრივი აირის მილსადენი, ასევე ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტები.    

თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთანავე ცდილობს დახმარების გაწევას საქართველოს შიდა საკითხების მოგვარებაში. საქართველოსთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონებია. თუმცა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ამ რეგიონების დამოუკიდებლობა რუსეთმა აღიარა და სამხედრო შეთანხმებები გააფორმა.  რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთის აფხაზეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულების დადებამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თაობაზე საქართველოს შეშფოთება კიდევ უფრო გაამწვავა. 

თურქეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრობლემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ფარგლებში მშვიდობიანი გზით მოგვარდება. თურქეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.

თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თურქი მესხების სამშობლოში დაბრუნებაა. თურქეთი ამ საკითხით ახლოდან არის დაინტერესებული და აკვირდება საქართველოს 1999 წელში ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს აღებული ვალდებულებების ფარგლებში თურქი მესხების სამშობლოში დაბრუნებისათვის დაბრკოლებების მოხსნის პროცესს. საქართველოს მიერ ამ კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები ორი ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს- წერს ათათურქის სახელობის უნივერისტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მკვლევარი, დოქტორ ჯემილ დოღაჩ იფექი.

 



მსგავსი ინფორმაციები