აქტუალური თემის ანალიზი 52

შუბი ამერიკის ხელში

აქტუალური თემის ანალიზი 52

 

ალბათ მოგეხსენებათ, რომ ადამიანის საბრძოლო ტექნიკისა და ტექნოლოგიის განვითარების თავგადასავალი იწყება გრძელი ჯოხის ბოლოს მიმაგრებული წვეტიანი და მჭრელი დანით, რასაც შუბს ვეძახით და მას შემდეგ იარაღის მოდერნიზაციის ტემპი მთელი სიჩქარით გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ შუბის მოგონება სამხედრო ხელოვნებაში ნამდვილ რევოლუციად ითვლება, რადგან, ნადირობის დროს მოკლე ტარიანი იარაღებით აღჭურვილი ადამიანი ხშირად მარცხდებოდა გარეულ ცხოველებთან ბრძოლაში

დღეს, მართალია სამხედრო იარაღებისა და ტექნოლოგიის განვითარების უმაღლეს დონეზე ვიმყოფებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა შუბის გამოყენება, ოღონდ უფრო მოდერნიზებულ ფორმაში, დღესაც გრძელდება  

მოკლედ, თავდაპირველად, ადამიანმა გრძელ ტარიანი ჯოხის თავში,  ორ პირიანი ალესილი და გამჭვირვალე ლითონი ჩაამაგრა და ისე დაიწყო რა მისი გამოყენება, ადამიანები მას დღესაც ფაქტიურად ამ ფორმით იყენებენ  

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარმოებული პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოცხადებამდე, სამწუხაროდ სწორედ ამ შუბის განმარტებას  მიაგავდა, რადგან, ტრამპის ადმინისტრაციამ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი თუ ჩრდილოეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი თუ აფრიკა, მოკლედ, რომელ ადგილებსაც იგი შეეხო, ცეცხლის ალში გაახვია.

ტრამპი წინასაარჩევნო პროპაგანდაში ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ მსოფლიოს იმ პრობლემურ რეგიონებში, სადაც კონფლიქტები და ქაოსი სუფევდა, პირდაპირ კავშირებს დაამყარებდა ქვეყნებთან და მათ ლიდერებთან და ხელს  შეუწყობდა პრობლემების მოგვარებას

უფრო მეტიც, ტრამპმა ზოგჯერ თავისი წინამორბედი ბარაკ ობამა დაადანაშაულა ამ ქაოსებში და კონფლიქტებში, ხოლო ტერ ორგანიზაცია DAEŞ-ის შექმნაში კი  ფაქტობრივად ობამას ადმინისტრაციას დასდო ბრალი

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ შუბის მაგალითის მსგავსად, ტრამპი რომელ ადგილებსაც შეეხო, ყველგან ახალი ჭრილობები გახსნა და თავიდან ჟურნალისტებსაც და პოლიტიკოს-ანალიტიკოსებსაც ეს მისი ინდივიდუალური ქმედება ეგონათ, თუმცა, ორიოდე კვირის წინ, როცა მან ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, ყველამ დაინახა, რომ ეს არა პირადად მისი ინიციატივა, არამედ მისი მთავრობის და ხელისუფლების ნაყოფი ყოფილა, ე.ი. შუბი მათ ხელში ყოფილა და მისით ვისაც უნდათ იმას აყენებენ ზიანს

პირადად, ჩემი აზრით, ტრამპის ამ ახალ სტრატეგიში ყველაზე ყურადსაღები წინადადება ეს იყო: "ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია კაბინეტის ყველა წევრის თანხმობას და ხელმოწერას შეიცავს", რაც  სხვა სიტყვებით იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობა და სახელმწიფო ხელიხელ ჩაკიდებულნი იმოქმედებენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში კონფლიქტების და ქაოსების გამოწვევაში

ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ადვილად მივაღწიოთ დასკვნას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა, პირველ რიგში, თავის შიგნითაა, ასეთი გაგება კი ხელს შეუწყობს აშშ-ს შეჯახებას მტკიცე კედელთან, რადგან, აქამდე, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მთავრობისა და ხელისუფლების პარტნიორობით, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ასეთი ფრონტის გახსნა არასოდეს არ დაგეგმილა. ნაცისტურ გერმანიაშიც კი, მრავალი პოლიტიკოსი თუ მეცნიერი მტკიცედ  დაუპირისპირდა ადოლფ ჰიტლერს. დღევანდელი ისტორიიდან კი ავსტრიის მაგალითს მოვიყვანთ, სადაც, სახელმწიფო და მისი ბიუროკრატიული აპარატი არ იღებს და არ ეთანხმება რადიკალური მემარჯვენე კოალიციის მიერ წარმოებულ პოლიტიკას. მაგალითად, ავსტრიის სახელმწიფო მესვეურებმა, ახალ პრემიერმინისტრ  სებასტიან კურზს ბრალი დასდეს ნაცისტების სიმპათიაში და მის ევროკავშირულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ნეგატიურ განცხადებებზე საპასუხო განცხადებები გაავრცელეს რა, ხაზი გაუსვეს, რომ ავსტრია ან განუდგება დასავლურ პოლიტიკას. ამით ავსტრიის სახელმწიფო მესვეურებმა და ბიუროკრატიამ რადიკალ ნაციონალისტ პრემიერმინისტრს გააგებინეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მის პოლიტიკას ოპონენტობას გაუწევენ

აი, სწორედ ასეთი სახელმწიფო მოხელეები აკლია დღევანდელ ამერიკას და ამიტომ არის, რომ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი, როცა აქამდე ვიცოდით, რომ აშშ-ს კონგრესი, სენატი,  ბიუროკრატები თუ თეთრი სახლი ყოველთვის ერთმანეთთან დაბალანსების პოლიტიკას აწარმოებდნენ, ე.ი. ერთი სტრუქტურა მეორის ხარვეზებს ასწორებდა და საბოლოოდ ისეთ პოლიტიკას აწარმოებდნენ, რომლებიც ხელს უწყობდნენ მსოფლიო მშვიდობის დაცვა-გაგრძელებს. მაგრამ, სამწუხაროდ ეს ბალანსი დაირღვა და ამჟამად ამერიკის ყველა სტრუქტურა არასტაბილური პოლიტიკის წარმოებას უჭერს მხარს

აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისმება ლოგიკური კითხვა, ვინ მისცა ამერიკის ხელისუფლებას ხელში შუბი? ვეჭვობ, რომ ამ კითხვას ჯერ ჯერობით ვერავინ მოუძებნის სწორ პასუხს, წერს თურქი პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი   



მსგავსი ინფორმაციები