გლობალური პერსპექტივა 5

გლობალური მოთამაშეებით როგორ გადაიჭრება რეგიონალური კრიზისები?

გლობალური პერსპექტივა 5

გლობალური პერსპექტივა 5.2018

გლობალური მოთამაშეებით როგორ გადაიჭრება  რეგიონალური კრიზისები?

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

თემასთან დაკავშირებით, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებებს გთავაზობთ...

გასული კვირის პროგრამაში ნაწილობრივ ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გლობალური მოთამაშეები რეგიონალურ კრიზისებს ვერ გადაჭრიან, ამ პროგრამაში კი  საკითხზე უფრო დეტალურად მინდა გავამახვილო ყურადღება...  უახლეს ისტორიაში ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ გლობალური მოთამაშეების მიერ შექმნილი კოალიციების მხრიდან კრიზისებზე რეაგირებამ   რეგიონებში სტაბილურობა ვერ მოიტანა. უფრო მეტიც იქ სადაც გლობალური მოთამაშეების მიერ შექმნილი კოალიციის ინტერვენციის შემთხვევაში იმ რეგიონებში არასტაბილურობამ მასიური სახე მიიღო. იმ ქვეყნებში უფრო მეტი სისხლისღვრა, ტკივილი, ეკონომიკური კრიზისი და პრობლემები  შეიმჩნევა.  უახლოესი პერიოდის ამ საკითხებს თუ გადავხედავთ  ყველაფერს ნათლად დავინახავთ.  საბჭოთა კავშირი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ, სსრკ-ს პერიოდში დაწყებული ავღანეთის კრიზისი, დღესაც ისევ ისე პრობლემურად გრძელდება. დიახ, სადამი დიქტატორი იყო. მისი რეპრესირებული მმართველობის ქვეშ ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. მაგრამ, საერთაშორისო მოთამაშეების ჩარევის მიუხედავად რეგიონში სტაბილურობა არ დამყარებულა.   ნეტა  დღეისათვის რამდენი პროცენტია იმის მომხრე, რომ  სადამის დროინდელი ერაყი ამჯობინებდა დღევანდელ ერაყს? საერთაშორისო  მოთამაშეების ჩარევის შემდეგ დანაწევრებულ ლიბიაში ადგილობრივი მოსახლეობას თუ აქვს საერთოდ მომავლის იმედი? ან კიდევ სირია? ქვეყანაში წარმოქმნილი სამოქალაქო ომის შემდეგ ასი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ცივილიზაციის ცენტრად მიჩნეული დამასკო და ალეპო დღეისათვის ამოუცნობ ქალაქად არის გადაქცეული. ნეტა გლობალური მოთამაშეების ჩარევის შემდეგ ვინ როგორ მომავალს ელის სირიაში? ავღანეთში მიდინარე ათწლეულების ომის შემდეგ ყველაზე მეტად პაკისტანი დაზარალდა, რომელიც დღეისათვის, აშშ-ს მუქარის გამო წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი კრიზისს განიცდის. კაცობრიობის ყველაზე გამოცდილ ლიდერად მიჩნეული, ალია იზზეთბეგოვიჩმა მის მიმართ მიცემული დაპირებების შეუსრულებლობის მიუხედავად,  განხორციელებული ზეწოლის გამო, დეიტონის შეთანხმებაზე ხელი მოაწერა. ამ შეთანხმებამ ბოსნიელ მუსლიმანებს მშვიდობა რამდენად  მოუტანა? ბოსნიელი მუსლიმანების საერთო სასაფლაოზე დამკრძალავ სერბ მკვლელებს საერთაშორისო ომის დანაშაულების სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ბოსნია ჰერცოგოვინა, სადაც  სერბები, ხორვატები და ბოსნიელები ცხოვრობენ, ერთგვარ დანაწევრებულ ქვეყანად იქცა.  მიანმარში იძულებით მიგრაციაში გაშვებული როჰინჯიელი მუსლიმანები ამჟამად თავს,  ბანგლადეშს აფარებენ და ის რეგიონი რადგან დასავლეთისგან შორსაა, მიგრანტები იქ ჩასვლას ვერ ახერხებენ და ამიტომ,  საერთაშორისო საზოგადოება და გლობალური მოთამაშეები ამ საკითხით დიდად არ ინტერესდებიან. ყურადღებაც რომ მიიპყროს, ნეტა იმ ხალხისთვის რამდენად ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უცნობია. ბოლო ასწლეულის პერიოდში გლობალური მოთამაშეების პალესტინისადმი ინტერვენციის შედეგად დღევანდელი მდგომარეობა ყველასათვის ნათელია. ისრაელის მხრიდან ყოველდღიურად პალესტინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად პალესტინა ადგილობრივებისათვის შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად ღია საპატიმროდ არის გადაქცეული. მსგავსი მაგალითების მოყვანა კიდევ არის შესაძლებელი. სამწუხაროდ ზემოთხსენებული ყველა პრობლემა და კრიზისი მუსლიმანურ რეგიონებში შეიმჩნევა. საკითხის ეს მხარეც უნდა იქნეს განხილული.

გლობალური მოთამაშეების ჩარევის შემთხვევაში პრობლემები რატომ იღებენ მუდმივ ხასიათს?

ალბათ ამის ყველაზე მთავარი მიზეზი, გლობალური მოთამაშეების მენტალიტეტია. მათი საერთაშორისო პოლიტიკის პრინციპი უფლებები, ღირებულებები და სამართალი კი არ გახლავთ, არამედ მათი მთავარი ინდექსი, საკუთარ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკაა. ევროპარლამენტის, თურქეთის მომხსენებლის, კატი პირის  40 ათასია ადამიანის მკვლელი ტერ ორგანიზაცია, პკკ-ს შესახებ გაკეთებული განცხადება, „პკკ ევროპისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“  ამის ნათელი დასტურია.  ეს ხედვა იმაზე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ტერ ორგანიზაცია პირადად მასზე თავდასხმას არ განახორციელებს, სხვა უდანაშაულო ადამიანების უსაფრთხოებას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი მიდგომა კი კაცობრიობისთვის ერთგვარი საშიშროებაა. ჩვენ ასეთი ხედვა არასდროს გვქონია. ჩვენ პრობლემებს იმპერიალისტური პოზიციიდან  ვერ შევხედავთ. ჩვენ საკუთარი ინტერესების გათვლით ყოველგვარი კანონის დარღვევას არ დაუშვებთ. ჩვენს ცივილიზაციაში ომსაც გააჩნია მისი კანონი.

გლობალური მოთამაშეების  ღირებულებები  და სამართლიანობა რომელიც  მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა გათვლილი,   ჩვენს რეგიონში პრობლემების და კრიზისების მოგვარებას ვერ შესძლებს.  ამ კონტექსტში, გლობალური მოთამაშეები მოწინააღმდეგის დასაზარალებლად კრიზისი გაღრმავებითაც  გვევლინებიან. რეგიონის ქვეყნების მოსახლეობას კი თავიანთი იმპერიალისტური მიზნებისთვის იყენებენ. ასევე გლობალური მოთამაშეები  არსებულ კრიზისების გაღრმავებას ემხრობიან. ამის ნათელ მაგალითად, აშშ-ს,  სირიის პოლიტიკა შეიძლება დასახელდეს.

გლობალური მოთამაშეები წარმოებული იარაღის გასაყიდად ხელოვნურ რეგიონალურ კრიზისებს იწვევენ.  მეორეს მხრივ გლობალური მოთამაშეები ამ რეგიონალურ კრიზისებიდან საერთოდ არ ზარალდებიან. ამ კრიზისების საფასურს ისევ რეგიონის ქვეყნები იხდიან. ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო რეგიონალური კრიზისების მოგვარება მხოლოდ რეგიონალური კოალიციებით არის შესაძლებელი და არა საერთაშორისო. რა თქმა უნდა, პრობლემები მხოლოდ გლობალური მოთამაშეების გამო არ არის. არამედ შეიძლება ითქვას, რომ გლობალური მოთამაშეების წინაშე რეგიონალური ქვეყნების დამოკიდებულებაცაა. ამიტომ რეგიონალური ქვეყნების ამდაგვარი დამოკიდებულება ცალკე განსახილველი თემაა.  კრიზისების მოგვარებაში  გლობალური მოთამაშეები ჩარევას თუ გააგრძელებენ, რეგიონული ქვეყნებიც ზარალის მიღებას გააგრძელებენ. თურქეთის,  მეზობელი ქვეყნების მიმართ  სექტანტური და რასისტული პოლიტიკის კრიტიკა,  მართლაც და სამართლიანია. რეგიონის ქვეყნებს   პირველ რიგში მსგავსი პოლიტიკისგან  შორს დგომა  ესაჭიროებათ.  ამით კი  შეიძლება ითქვას, რომ რეგიონალური კრიზისების მოგვარებაც შესაძლებელი გახდეს,  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები