აქტუალური თემის ანალიზი 05/2018

ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ მეორე კვირა

აქტუალური თემის ანალიზი 05/2018

აქტუალური თემის ანალიზი 05/2018

აქტუალური თემის ანალიზი 05/2018

ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ მეორე კვირა

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

                    

გთავაზობთ პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარის ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:            

სირიაში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფრინში ტერორისტების გასანადგურებლად ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირა გავიდა. ოპერაციის წარმატებულად მსვლელობასთან ერთად თურქეთის შეიარაღებული ძალები იდლიბის დეესკალაციის ზონაში საკონტროლო პუნქტებსაც ქმნის. განვითარებული მოვლენები აშშ-ს სირიაში როლზეც ახდენს გავლენას.

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დომინოს ეფექტით PKK/YPG-ს სხვა რეგიონებშიც სერიოზულად დაასუსტებს. მუნბიჩში, ჰასეკეში, რაკაში და დეირ ეზ ზორში ტერორგანიზაციის მიერ დაშინებულმა რეგიონის ხალხმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. მუნბიჩში მოსახლეობა YPG-ს წინააღმდეგაა ამბოხებული. თურქეთის ასტანას პროცესის ფარგლებში რუსეთთან და ირანთან სირიაში პრობლემის მოგვარების გზების მცდელობა, აშშ-ის მცდარი სვლები, რეგიონში მას თანდათან მარტო ტოვებს. განსაკუთრებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების იდლიბში გადასვლის ფარგლებში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ალ ეისის მაღლობზე განლაგებამ თურქეთის სირიაში ძლიერი პოზიცია განამტკიცა.

ოპერაცია ზეთისხილის რტო თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და სირიელი ოპოზიციონერების წინსვლით გრძელდება. აფრინის რეგიონის გეოგრაფიული სირთულეების მიუხედავად, თურქეთის შეუიარაღებული ძალები და სირიული ოპოზიცია წინ მიიწევს. ოპერაციამ, რომლის ფარგლებშიც მაღლობებს ერთმანეთის მიყოლებით იღებენ, პირველ ეტაპზე ყველაზე დიდი გავლენა წარმოაჩინა. YPG-ს დაუმარცხებლობისა და რეგიონში მისი ერთადერთი პოლიტიკური ძალის თაობაზე შეხედულება დაიმსხვრა. სირიაში YPG-ს თაობაზე გავრცელებული ამ აღქმის მთავარი წყარო აშშ-ს მიერ ტერორგანიზაციის მხარდაჭერა იყო. როგორც ცნობილია, სირიაში YPG-ს კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონების აბსოლუტურ უმრავლესობას არაბები და თურქმენები წარმოადგენენ. განსაკუთრებით რეგიონში დეაშ-ის დიდწილად განადგურების შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ YPG-ს ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანა დაიწყო. თურქეთის არაბებისგან, თურქმენებისგან და ქურთებისგან შემდგარ სირიულ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებამ რეგიონისათვის ალტერნატივა შექმნა. 

განსაკუთრებით, მუნბიჩის მსგავს ადგილებში ხალხმა YPG-ს სასტიკი დიქტატურისგან შეწუხებულ რეგიონებში YPG-ს წინააღმდეგ მეამბოხე ჯგუფების შექმნა და მოქმედება დაიწყო. ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ყვწლა სამხედრო წარმატება ამავდროულად YPG-ს სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არაბებს, თურქმენებსა და ქურთებს სიმხნევეს მატებს.

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ არა მხოლოდ YPG-ს, არამედ აშშ-ს მარტო დარჩენას იწვევს. აშშ-ს მიერ თურქეთისა და აფრინის ოპერაციაზე განსხვავებული განცხადებების გაკეთება აშშ-ის შიდა გაურკვევლობის მაჩვენებელია. ამერიკული ორგანიზაციების მიერ განსხვავებული პოლიტიკების წარმოება ბოლოს CİA-ს მიერ YPG-ს ტერორგანიზაციად დასახელებამ წარმოაჩინა. 
რუსეთის, ირანისა და თურქეთის გარანტორობით მიმდინარე ასტანის პროცესის მიღმა დარჩენილი აშშ რეგიონში „უსარგებლო მარტოობისკენ“ მიდის. აშშ-ს მიერ წარმოებული ერთი ტერორგანიზაციის მეორე ტერორგანიზაციის ხელით განადგურების პოლიტიკა რეგინში უკმაყოფილებას იწვევს. YPG-ს სირიის ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემქმნელმა პოზიციამ და აშშ-ს მიერ რეგიონში საზღვრის დაცვის არმიის შექმნის გეგმამ რუსეთის, ირანისა და თურქეთის რეაქცია გამოიწვია. აშშ-ს განცხადებით, მათი YPG-სთან ურთიერთობა დეაშ-თან ბრძოლით შემოიფარგლება. ახალა კი სირიაში რამდენიმე სამხედრო ბაზის შექმნით დარჩენას გეგმავს.   

სირიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თურქეთის შეიარაღებული ძალების იდლიბში გადასვლის ფარგლებში შექმნილი ახალი სადამკვირვებლო პუნქტია. სამხრეთ ალეპოს რეგიონში სტრატეგიული ალ ეისის დაბაში შექმნილი ახალი სადამკვირვებლო პუნქტი დეესკალაციის ზონის კონტროლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  

თურქეთი ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ასტანის პროცესის ფარგლებში სირიაში და საერთაშორისო საზოგადოებაში სტრატეგიულ და გადამწყვეტ მოთამაშედ იქცა. თურქეთი ძლიერ პოზიციას ერთის მხრივ სირიაში ჰუმანიტარული დრამის აღმოსაფხვრელად იყენებს, მეორეს მხრივ სირიის უკეთესი მომავლისათვის ნაბიჯებს დგამს.

თურქეთის სირიაში გადამწყვეტ მოთამაშედ გადაქცევა, განსაკუთრებით თურქეთის სირიის ხალხის მხარდაჭერიდან გამომდინარეობს. ერთის მხრივ თავის საზღვრებში 3 მილიონ სირიელს მასპინძლობს, მეორეს მხრივ სირიის საზღვრებში 4 მილიონ სირიელს უწევს დახმარებას. 



მსგავსი ინფორმაციები