სამხედრო ოპერაცია “ზეთისხილის ტოტი“ დაიწყო

ტერორისტების 113 სამიზნიდან 108 განადგურებულია

სამხედრო ოპერაცია “ზეთისხილის ტოტი“ დაიწყო

 

როგორც ცნობილია საათ ნახევრის წინ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თურქეთის მოსაზღვრე სირიის ქალაქ აფრინზე, რომელიც ქურთი ტერორისტების კონტროლ ქვეშ იმყოფება და აქედან საფრთხეს უქმნიან თურქეთის უშიშროებას,  დაიწყეს სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით “ზეთისხილის ტოტი“ და ოპერაციის პირველი საათების ანგარიში გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, ქურთული ტერ ორგანიზაცია Pkk/PYD-ს კუთვნილი 113 სამიზნიდან 108 განადგურებულ იქნა და საავადმყოფოში მიყვანილი ათობით გვამებიც ტერორისტებს ეკუთვნით და დაჭრილებიც ტერორისტებს წარმოადგენენ. ამის პარალელურად რუსეთის, აშშ-ს და ირანის ელჩები თურქეთში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და თურქმა უფლებამოსილებმა ოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაციები მისცეს მათ. ამ დროს მოსკოვმაც განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე აფრინში მყოფი რუსი სამხედროები და მათი ტექნიკა ქალაქ ტელ რიფატში გადაიყვანეს. ახლახან მიღებული ცნობით კი თურქულმა გამანადგურებლებმა აფრინის მახლობლად მდებარე ქალაქ მინნინგის სამხედრო აეროდრომიც დაბომბეს.

 



მსგავსი ინფორმაციები