ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 4

თურქეთის მოსაზღვრე აფრინის რეგიონი: ტერორისტების ბუნაგია

ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 4

 

სავარაუდოდ, თურქეთის მოსაზღვრე სირიის აფრინის რეგიონში PYD-ს წევრი 10 ათასამდე ქურთი ტერორისტი აფარებს თავს და თურქეთი ამ ფორმირებას, აშშ-ს საწინააღმდეგოდ ქურთულ სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიულ განშტოებად მიიჩნევს.

გეოგრაფიული სიზუსტით რომ ვთქვათ, სირიის ჩრდილო დასავლეთში მდებარე აფრინის რაიონი თურქეთის ჰათაის და ქილისის ოლქებს ესაზღვრება და მისი ფართობი დაახლოებით 2290 კვ კმ-ია. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე, ე.ი. 2011 წლამდე აფრინის რაიონში 178 ათასი კაცი ცხოვრობდა, თუმცა ამ რეგიონსაც მოაწყდა ძალით დევნილთა ნაკადი და ზოგიერთი ცნობებით, ამჟამად აფრინში და მის მიდამოებში 750 ათასამდე კაცი ცხოვრობს

აფრინის აღმოსავლეთში უმრავლესობა არაბები ცხოვრობენ, თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე არეულობებით მოსარგებლე ქურთმა ტერორისტებმა  ეს ტერიტორიები დაიპყრეს და ამჟამად მათ კონტროლ ქვეშ არის, ხოლო აფრინიდან რამდენიმე კმ-ით დაშორებული ტელ რიფატი  და აზეზი კი ოპოზციური ძალების ხელშია. ამ უკანასკნელების კონტროლ ქვეშაა ასევე აფრინის სამხრეთში მდებარე იდლიბი, ე.ი. აფრინი ფაქტიურად ალყაშია მოქცეული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქურთებს ხმელთაშუაზღვაზე გასასვლელი დერეფანი გადაეკეტათ.

სირიის ახლანდელი პრეზიდენტის, ბეშარ ესადის მამის, ჰაფეზ ესადის მმართველობის პერიოდში, სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა პოლიტიკური მოძრაობა ქალაქ ჰასექეს მიდამოებში დაიწყეს და პირველი ორგანიზაციაც აქ შექმნეს, ხოლო იმ დროს სირიას თავშეფარებულმა ქურთების ლიდერმა აბდულლაჰ ოჯალანმა საასპარეზოდ სწორედ აფრინი აირჩია, სადაც მისი თაოსნობით შექმნილი ტერ როგანიზაცია  PKK-ას ფინანსური მხარდაჭერით  მრავალი კომერციული დაწესებულება შეიქმნა, მათ შორის ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის მწარმოებელი საწარმოები და მათ ფაქტიურად პკკ-ა აკონტროლებდა.

2012 წელს, აფრინელმა ქურთებმა ისარგებლეს ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომით და პკკ-ას დახმარებით ამ რეგიონიდან გააძევეს არაბები და თურქმანები რა, მისი ფაქტიური ოკუპაცია მოახდინეს და ჩრდილოეთ ერაყში თუ პკკ-ას მთავარი შტაბი კანდილის მთებში მოქმედებდა, ახლა მათ აფრინში სირიული შტაბი გახსნეს რა, იგი PKK/PYD-ს ახალ ბუნაგად გადაიქცა. გათამამებული ქურთი ტერორისტები ამასაც არ დასჯერდნენ და რეგიონში შექმნილი სახელისუფლებო ვაკუუმი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და 2014 წლის იანვარში ავტონომია გამოაცხადეს, რომელშიც აფრინის გარდა ამუდეს და აინულარაბის რეგიონებიც შევიდნენ.

ოპოზიციის მხრიდან ალყაშემორტყმული აფრინი მთიან რეგიონს წარმოადგენს, რაც შესანიშნავ ბუნებრივ სამალავს წარმოადგენს PKK/PYD-ს ტერორისტებისათვის. ხეობებში კი ხილ-ბოსტნეულის მეურნეობებია და მისგან მიღებული შემოსავალი მათ ფინანსურად უზრუნველყოფს, რასაც თვით ქალაქ აფრინში მოქმედი სამრეწველო და კომერციული ობიექტებისგან მიღებული შემოსავალიც ემატება. აფრინს დასავლეთიდან ამანოსის მთები ესაზღვრება და PYD/PKK-ს ტერორისტები აქედან შედიან რა თურქეთის ჰათაის რეგიონში, ხშირად აწყობენ შეიარაღებულ თავდასხმებს და ტერაქტებს, რასაც ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო პირები ეწირებიან. სწორედ ამ გზითვე აწვდიან სირიელი ქურთი ტერორისტები იარაღს და სხვა საბრძოლო მასალას თურქეთში დაბუდებულ ქურთ სეპარატისტებს, ამიტომაც აფრინის ქურთი ტერორისტებისგან გათავისუფლებას, თურქეთისათვის მეტად სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია

აშშ-ი, რომელიც ანკარის დაჟინების მიუხედავად ტერორისტულად არ აღიარებს სირიაში მოქმედ ქურთულ PYD-ს, დაეშთან ბრძოლის მიზეზით 2016 წლის აპრილის აქეთ სამხედრო იარაღით ამარაგებს მათ და დღემდის დაახლოებით 4 ათასი ტრაილერით სავსე იარაღი მიაწოდა ქურთ ტერორისტებს, მათ შორის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, დაჯავშნული სამხედრო ავტომანქანები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, სითბოს ორიენტირებული სარაკეტო დანადგარები, სხვადასხვა სახეობის რაკეტები და მრავალლულიანი სარაკეტო რამპები და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი ქურთებს აფრინში, სავარაუდოდ, ესადის რეჟიმის მეშვეობით გადაუტანეს

გასულ წელს თურქეთმა სირიაში დაასრულა თუ არა ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაცია და დეაშისგან გაწმინდა რა ჩრდილოეთ სირია, განაცხადა, რომ ჯერი აფრინზე და შემდეგ მენბიჩზეა და ამ რეგიონებსაც გაწმენდავდა ტერორისტებისგან, ამიტომაც მას შემდეგ PYD/PKK-სდიდი პანიკა სუფევს და თურქი ჯარებისგან თავდაცვის მიზნით მიუვალ მთებში თავშესაფრები აიშენეს, ხოლო ამის პარალელურად, აფრინში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ

ანკარა ყველაზე მეტად მაინც ვაშინგტონის იმ განცხადებამ აღაშფოთა, რომელშიც აღინიშნა, რომ თურქეთის საზღვრების გასწვრივ 30 ათასიან სასაზღვრო არმიას შექმნიდა, რომლის ძირითადი ბირთვი ქურთი ტერორისტებისგან იქნებოდა შემდგარი  და ამიტომ დაიწყო მოულოდნელი ოპერაცია სახელწოდებით “ზეთისხილის რტო“, რომელიც თურქი ლიდერების განცხადებებით, უახლოეს ხანებში დასრულდება და ამით თურქეთი თავის საზღვრებზე დეაშის შემდეგ, კიდევ ერთი ტერ ორგანიზაციის, ქურთული  PYD/PKK-ს ქმედებებს აღკვეთს და კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის სირიასთან მოსაზღვრე რეგიონს

 



მსგავსი ინფორმაციები