ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 8

რუსეთის პოლიტიკა PKK/PYD-ს მიმართ

ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 8

 

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან და აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით გთავაზობთ თურქეთში რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის (RUSEN), ანკარის ილდირიმ ბეაზითის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, სალიჰ ილმაზის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

როგორც კი ანკარამ 20 იანვრიდან სირიის აფრინის რეგიონში “ზეთისხილის რტოს“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, იმწამსვე გააქტიურდნენ სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც კარგა ხანია რაც აქ მარიონეტულ ომს აწარმოებენ. ამას აფრინის ოპერაციასთან ერთად, ხელი შეუწყო ასევე სოჭში მიღებულმა დადგენილებებმაც და სირიაში შესაძლო პოლიტიკური მშვიდობის იმედმაც.

მას შემდეგ, რაც 29 იანვარს, სირიაში  DAEŞ-თან ბრძოლის გამარჯვებით დასრულება გამოცხადდა,  სირიის სამი გარანტორი ქვეყნის, რუსეთის, თურქეთის და ირანის მონაწილეობით სოჭში სირიის ეროვნული დიალოგის 2 დღიანი კონგრესი ჩატარდა, რომელშიც მრავალმა ესადის მომხრე თუ მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონგრესზე ის გახდა, რომ ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, ხოლო ამის პარალელურად ახალი კონსტიტუციის მომზადების მიზნით შექმნილი კომიტეტი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ 2254 ნომრიანი რეზოლუციის დადგენილებებით იმოქმედებს. სოჭის კონგრესმა ფაქტიურად ამერიკაც გააქტიურა სირიაში, რომელიც თავისი ეროვნული ინტერესების გატარებას ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-ს გამოყენებით ცდილობს და ამის გამო თურქეთსაც დაუპირისპირდა და რუსეთსაც

აქ შეიძლება ლოგიკური კითხვა დაიბადოს. კი მაგრამ, აშშ-ი სირიის დემონტაჟისათვის ქურთულ ტერ ორგანიზაცია PKK / PYD-ს ინსტრუმენტად ხომ არ  იყენებს?

თურქეთის მხრიდან სირიის აფრინის რეგიონში დაწყებული ოპერაციის კვალდაკვალ, აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაცია PKK / PYD-ე სრულიად თავის კონტროლ ქვეშ მოიქცია და თავისი ინტერესების განმხორციელებელ ძალად გამოიყენა. შეიძლება თქვას, რომ ამერიკამ 2015 წლის შემდეგ, ე.ი. რაც სირიაში რუსეთი დამკვიდრდა, მას შემდეგ სირიელ ქურთებს, ავტონომიის პირობას აძლევს რა, მათ ამ ქვეყნის დანაწილების მიზნით იყენებს. თუმცა, აფრინის ოპერაციის დაწყებამ თავდაყირა დააყენა ამერიკის მიზნები და ჩრდილოეთ სირიაში ქურთი სეპარატისტების განადგურებით ჯერ ერთი დაცული იქნება სირიის ტერიტორიული მთლიანობა, მეორეს მხრივ ამერიკა ვეღარ შეასრულებს ისრაელის დაკვეთას და ვეღარ შექმნის სირიაში ისრაელის უსაფრთხოებისათვის გათვალისწინებულ 40 კმ-იან  უსაფრთხოების ზონასაც.

ამერიკას ძალიან სურდა, რომ სოჭის კონგრესი წარუმატებლად დასრულებულიყო და სირიაში ბრძოლები ახლიდან გააქტიურებულიყო, ამიტომაც ახალ სტრატეგიებს მიმართა. მის ფარგლებში ამერიკამ ჯერ სირიის ქალაქ ჰმეიმის სამხედრო ბაზაზე მდგარი რუსული სამხედრო თვითმფრინავები დაბომბა, შემდეგ კი 1 რუსული გამანადგურებელიც ჩამოაგდო. ამასაც არ დასჯერდა ამერიკა და ქალაქ დეირ ეზ ზორში დაქირავებულ რუს ჯარისკაცებზე და მათ მხარდამჭერ ესადის ძალებზე თავდასხმა განახორციელა, რომლის ვიდეო რგოლიც შემდეგ ინტერნეტში გამოაქვეყნა და ამით რუსი სამხედროების უუნარობა და უმწეობა უნდოდა დაემტკიცებინა. ამ ყველაფრის საპასუხოდ კი ესადის ძალებმა ისრაელის გამანადგურებელი ჩამოაგდეს  

სირიაში ახალი ბალანსები რუსეთს აიძულებს PKK/PYD-ს პოლიტიკაში თურქეთს დაუჭიროს მხარი

აფრინის ოპერაციამ და ისრაელის გამანადგურებლის ჩამოგდებამ სირიაში ახალი მოთამაშეების,  ჩინეთის, საფრანგეთისა და ინგლისის გამოჩენას მისცა საბაბი. რუსეთი ამჟამად მხარს უჭერს ანკარის მხრიდან წარმოებულ აფრინის ოპერაციას, მაგრამ, თუ ეს ბრძოლა ევფრატის აღმოსავლეთ მხარეზეც გადაინაცვლებს, მაშინ, რუსეთი უარს იტყვის თურქეთისადმი მხარდაჭერაზე და შეიძლება ანტი თურქული სვლები გააკეთოს, როგორც ეს მოხდა მისი გამანადგურებლის თურქეთის მხრიდან ჩამოგდების შემდეგ. ყოველ შემთხვევაში თუ რუსეთიც იმედებს ქურთულ PKK/PYD-ზე დაამყარებს იმედებს, მაშინ, ცოტა ხნის შემდეგ მისი პოლიტიკაც სირიაში ჩიხში შევა.

ამის ლოდინი არც არსებობს, რადგან, ქურთებს ხომ ამერიკა ამარაგებს იარაღებით, იგი უხდის მათ ხელფასებს, იგი წვრთნის და ამზადებს ბრძოლისათვის, იგი იცავს მათ სხვა დაჯგუფებების თავდასხმისგან და ა.შ. ამიტომაც PKK/PYD-ე არავითარ შემთხვევაში არ შეასრულებს რუსების მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე რუსებს სირიაში თურქეთთან ერთად მოქმედების გარდა სხვა გამოსავალი  არ აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ თურქეთის ბრძოლა PKK / PYD-ს წინააღმდეგ ეფუძნება საერთაშორისო ლეგიტიმაციას. როცა ეს ქურთული ძალები სირიის ჩრდილოეთიდან სრულიად განიდევნებიან, მაშინ, ამერიკასაც ხელმოსაჭიდი აღარაფერი დარჩება. 

აშშ-მა თურქეთს პკკ-სგან განთავისუფლებული PYD-ე შესთავაზა ანკარას, რითაც მას სირიაში ახალი ბალანსის დამყარება სურს.

რუსეთის მხრიდან თურქეთის მიერ წარმოებული ოპერაციებისადმი  აუდიტის როლი ამერიკას დროის მოგების შანსს აძლევს. ამასვე ემსახურებოდა ტილერსონის ანკარაში ვიზიტის დროს საეჭვო გეგმების შეთავაზებაც და PKK-ს PYD-სგან გამოყოფის მცდელობაც, რაზეც რა თქმა უნდა უარი თქვა თურქეთმა, რადგან, ცხადად ჩანდა, ტილერსონის მცდელობა PYD-ს ლეგიტიმაციას ემსახურებოდა

ამ ყველაფრის კონტექსტში, სირიაში მშვიდობის მცდელობა ფრონტების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს და რუსეთმა შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ფრონტალიზაციაში. რუსეთი PKK / PYD-ს პოლიტიკა აისახება როგორც თურქეთის სტრატეგიაში, ასევე რუსეთის მიღწევებზეც ზეგავლენას მოახდენს. თუ რუსეთი გააგრძელებს თურქეთისადმი აქტიურ მხარდაჭერას, მაშინ, ამერიკა PKK / PYD-ს ვეღარ გამოიყენებს როგორც სასარგებლო იარაღს, წერს რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (RUSEN), ანკარის ილდირიმ ბეაზითის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სალიჰ ილმაზი

 



მსგავსი ინფორმაციები