ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 8

ჯოჯოხეთად ქცეული აღმოსავლეთი გუტა

ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 8

 

სირიაში მიმდინარე მოვლენებთან და დამასკოს აღმოსავლეთ გუტას ოპერაციასთან დაკავშირებით გთავაზობთ მარმარას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორის, პროფესორ ჯენგიზ თორამანის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

სირიის დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ გუტას რაიონი, რომელიც ოპოზიციის კონტროლ ქვეშ არის, გასული წლის აპრილიდან ალყაშემორტყმულია ესადის რეჟიმის ძალების მხრიდან, ხოლო დეკემბრის აქეთ მას მასიურად ბომბავს იგივე ესადის რეჟიმი და მას ფაქტიურად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება. დამასკო-დიმასკო არაბულად დედამიწის სამოთხეს ნიშნავს და რა სამწუხაროა, რომ მისი აღმოსავლეთ გუტას რეგიონი, მასიური დაბომბვების შედეგად დედამიწის ჯოჯოხეთად გადააქციეს ესადის ძალებმა  

მოკლედ, ასტანაში, სირიის გარანტორ ქვეყნებს, თურქეთს, რუსეთს და ირანს შორის მიღწეული დეესკალაციის შეთანხმების მიუხედავად, მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალწინ მიწასთან ნადგურდება ხსენებული რეგიონი და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ დაღუპულთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები წარმოადგენენ. აი, ამ ტრაგედიის მოწმე ესადის რეჟიმი, რუსეთი და აშშ-ი კი გაჩუმებულნი არიან, ვერ ხედავენ, ვერ ლაპარაკობენ, ვერ გრძნობენ ამ ტრაგედიას, როგორც ეს მოხდა მთიანი ყარაბაღის, ბოსნიის, არაქანის ან ერაყის შემთხვევაში. დიახ, როცა საუბარი მუსლიმან ბავშვებზეა, მთელი დასავლური სამყარო დუმს, მაგრამ, თუ ერთ დასავლელს მაინც ცხვირი მოსტყდება, ერთი ვაი უშველებელს ქმნიან, ქვას ქვაზე არ ტოვებენ   

ამასობაში აღმოსავლეთი გუტა და მისი ასი ათასობით მცხოვრები, რომლებიც აქამდე ამ ქვეყნიური სამოთხის მცხოვრებლებად მიიჩნევდნენ თავს, ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში არიან, რადგან, მათ მარტო ესადის ბომბები არ კლავს, ალყაშემორტყმულები შიმშილს, სიცივეს და ავადმყოფობასაც ებრძვიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოსავლეთ გუტას მცხოვრებლებს იგივე ბედი ეწევათ, როგორც ალეპოელებს, რაკკელებს ან იდლიბელებს

გუტას რეგიონი დამასკოს ჩრდილოეთიდან მოსაზღვრე კასიუნის მთის ფერდობზე მდებარეობს და აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან მწვანით მოსილი და მეტად ბარაქიანი ხეობითაა გარშემორტყმული. აქაური ხილ ბოსტნეული სირიაში ძალზედ განთქმულია. შეიძლება ითქვას, რომ დამასკოს ფაქტიურად კვების პროდუქტებით ეს რეგიონი უზრუნველყოს და მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე ნოყიერ მიწებად ითვლება. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე გუტა დამასკოელების დასასვენებელ და საპიკნიკო რეგიონს წარმოადგენდა, რადგან, სწორედ აქ გაივლის დამასკოს ორ ნაწილად გამყოფი მდინარე ბარადაც და მისი არხებიც. გუტაში ბოლო მონაცემებით მთლიანობაში 400 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და მათგან 300 ათასი აღმოსავლეთ გუტაში. არქეოლოგიური ძეგლებითაც მეტად მდიდარია ეს რეგიონი და იგი იერუსალიმის დამპყრობი ისლამი სარდალის, სელაჰეტტინ ეიუპის საყვარელ ადგილთაგანს წარმოადგენდა. 

გუტა, დამასკოს ერთ ერთ ყველაზე სტრატეგიულ რეგიონთაგანს წარმოადგენს, რადგან, ძალიან ახლოსაა დედაქალაქის ცენტრთან. მისი ხელში ჩაგდება ესადის რეჟიმის მთავარ მიზანს წარმოადგენს და ამიტომ, 2013 წლის აქეთ მას საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს აყენებს. როგორც ზემოთაც ვთქვით, ეს რეგიონი ორი ოპოზიციური დაჯგუფების კონტროლქვეშაა, თუმცა, თვით ოპოზიციას შორისაც განხეთქილება სუფევს და ამიტომ, ხანდახან მათ შორისაც ხდება შეტაკებები. ამათგან ერთს, სირიის თავისუფალ არმიას თურქეთი უჭერს მხარს, ხოლო მეორეს, ჯეისუ ისლამს საუდის არაბეთი. ამ უკანასკნელებს სხვადასხვა ტიპის რაკეტები გააჩნიათ, რომლებსაც ესადის რეჟიმის წინააღმდეგ იყენებენ და ამიტომაც, ესადიც მათ ბომბავს. ესადის რეჟიმის მხრიდან ალყაშემორტყმულ გუტას დარე სამყაროსთან მხოლო ორი გზა აკავშირებს. ამათგან ერთი ვაფიდინის საკონტროლო გამშვები პუნქტია, ხოლო მეორე კი გვირაბების გზა, რომელიც გუტას დამასკოს სხვა გარეუბნებთან აკავშირებს და იგი ძალიან გავს ღაზის ეგვიპტესთან დამაკავშირებელ გზას. ამ ბოლო ხანებში ეს გვირაბები სამთავრობო ჯარებმა გადაკეტეს და ვეღარ გამოიყენება. 

2017 წლის სექტემბრის აქეთ გაერომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გუტაში შესვლა შეუზღუდათ, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში თითოჯერ შევლის ნება მისცათ და ამან ცოტათი შვება მოჰგვარათ ალყაში მყოფებს, სადაც ფასები ყოველდღიურად იზრდება, რის გამოც აქ დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამენ საჭმელს. ამ ყველაფერს ინფექციური დაავადებებიც ემატება და რეგიონში სიკვდილიანობაც ყოველდღიურად იზრდება. თუ გაერო უახლოეს ხანებში რაიმე პრევენციულ ზომებს არ მიიღებს, აღმოსავლეთი გუტა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის პირისპირ დარჩება, წერს მარმარას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი, პროფესორი ჯენგიზ თორამანი



მსგავსი ინფორმაციები