ოპერაცია "ზეთისხილის რტო"-ს დაწყებიდან დღემდე 222 რეგიონზე კონტროლი იქნა დამყარებული

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 3444-მდე გაიზარდა

ოპერაცია "ზეთისხილის რტო"-ს დაწყებიდან დღემდე 222 რეგიონზე კონტროლი იქნა დამყარებული

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 3444-მდე გაიზარდა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების მიხედვით, საზღვრებისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის, სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე აფრინში  PYD/YPG/PKK/KCK-ს და DEAŞ-ის წევრების გასანეიტრალებლად, მეგობარი და მოძმე ხალხის ტერორისტების ზეწოლისა და ძალადობისგან გასათავისუფლებლად 20 იანვარს დაწყებული ოპერაცია გრძელდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 3444-მდე გაიზარდა.

ამავდროულად თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თავისუფალი სირიის არმიამ აფრინში კიდევ 8 სოფელი კორი გული, შადირი, ჩოლაღანი, გოზი, მარატაჰი, შატიანი, ზემო კაფერდელი და კურანი PYD/YPG/PKK/KCK და DEAŞ-ელი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს.

ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 222 რეგიონზე მათ შორის 185 სოფელსა და 37 კრიტიკულ პუნქტზე კონტროლი იქნა დამყარებული.

 



მსგავსი ინფორმაციები