რუსეთი აცხადებს, რომ მისი თვითმფრინავი ისრაელის პილოტების უპასუხისმგებლობის გამო ჩამოვარდა

განცხადების მიხედვით, ისრაელის პილოტებმა თვითმფრინავი სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის რეგიონში შეიყვანეს და ფარად გამოიყენეს

რუსეთი აცხადებს, რომ მისი თვითმფრინავი ისრაელის პილოტების უპასუხისმგებლობის გამო ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გუშინ სირიაში დაკარგული რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ისრაელის საჰაერო თავდასხმის გამო სირიის კუთვნილი S-200 საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ იქნა ჩამოგდებული.

სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ ჰმეიმიმის ბაზის ახლოს 14 სამხედროსთან ერთად რადარებიდან დაკარგულ ილ-20 ტიპის თვითმფრინავს სირიის არმიის S-200 თავდაცვის სისტემიდან გატყორცნილი რაკეტა მოხვდა.

განცხადების მიხედვით, ისრაელის პილოტებმა თვითმფრინავი სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის რეგიონში შეიყვანეს და ფარად გამოიყენეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა იგორ კონაკშენკომ აღნიშნა: „ჩვენი ილ-20 ტიპის თვითმფრინავი (სირიის კუთვნილი) S-200 სისტემის მიერ იქნა ჩამოგდებული.“

მისივე თქმით, თვითმფრინავი ისრაელის პილოტების უპასუხისმგებლობის გამო ჩამოვარდა და დაამატა: „ისრაელის მხრიდან ჩადენილ ამ პროვოკაციას მტრულად ვაფასებთ. ისრაელის სამხედროების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო 14 რუსი სამხედრო დაიღუპა. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთ-ისრაელის ურთიერთობებს.“

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ილ-20 ტიპის რუსული სამხედრო თვითმფრინავი სირიის ჰმეიმიმის ბაზაზე დაბრუნების დროს ხმელთაშუა ზღვის თავზე რადარებიდან დაიკარგა. ამავე განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი ისრაელის კუთვნილი ოთხი F-16 საბრძოლო თვითმფრინავის მიერ სირიის ქალაქ ლაზკიაზე თავდასხმის დროს დაიკარგა.



მსგავსი ინფორმაციები