საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატი უვადოდ შეჩერდა

საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატი უვადოდ შეჩერდა

საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატი უვადოდ შეჩერდა

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ,  იორგოს ვასილიადიმ პრემიერ ალექსის ციპრასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გუშინ საღამოს  სალონიკის „პაოკისას“ და ათენის „აეკის“ კლუბების თამაშზე მომხდარი ფაქტის გამო საფეხბურთო ჩემპიონატის უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღებს. ვასილიადიმ ასევე განაცხადა, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ და UEFA-მ მოლაპარაკებები გამართეს და შეიძლება ბერძნული საფეხბურთო კლუბები ფიფადან და უეფადანაც  გაირიცხონ. გუშინ  ბერძნულ კლუბიდან, პაოკ-ის  და აეკის შეხვედრაზე პაოკის პრეზიდენტი ივან სავიდისი შეხვედრის  ბოლო წუთზე მოედანზე იარაღით შეიჭრა.



მსგავსი ინფორმაციები