არსენალ-მილანის მატჩი TRT SPOR-ის არხით პირდაპირ ეთერში გაშუქდება

პირველი მატჩი არსენალის სასარგებლოდ 2-0 დასრულდა

არსენალ-მილანის  მატჩი TRT SPOR-ის არხით პირდაპირ ეთერში გაშუქდება

დღეს, UEFA-ს  ევროლიგაში მერვედფინალური საპასუხო მატჩები გაიმართება. დღევანდელ მატჩებიდან ინგლისის არსენალი, იტალიის მილანს მასპინძლებს,  რომელშიც თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ჰაქან ჩალჰანოღლუც თამაშობს რა, ამ ორ კლუბს შორის იტალიაში გამართული პირველი მატჩი არსენალის სასარგებლოდ 2-0 დასრულდა.    არსენალ-მილანის  მატჩი, რომელიც თურქეთის დროით, 23:05  საათზე იწყება, TRT SPOR-ის არხით და  trtspor.com.tr-ს მეშვეობით პირდაპირ ეთერში გაშუქდება.

დღევანდელი მატჩების პროგრამა ასეთია:

21.00 ვიქტორია პლზენი (ჩეხეთი) - სპორტინგ ლისაბონი (პორტუგალია) (0-2)

21.00 ატლეტიკო ბილბაო (ესპანეთი) - ოლიმპიკი მარსელი (საფრანგეთი) (1-3)

21.00 ზენიტი (რუსეთი) - ლაიფციგი (გერმანია) (1-2)

21.00 დინამო კიევი (უკრაინა) - ლაზიო (იტალია) (2-2)

23.05 არსენალი (ინგლისი) - მილანი (იტალია) (2-0)

23.05 ზალცბურგი (ავსტრია) - ბორუსია დორტმუნდი (გერმანია) (2-1)

23.05 ოლიმპიური ლიონი (საფრანგეთი) - ცსკა მოსკოვი (რუსეთი) (1-0)



მსგავსი ინფორმაციები