თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 24/2017

პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ინდოეთში და თურქეთ-ინდოეთის ურთიერთობები

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 24/2017

თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 24/2017

ერდოღანის ვიზიტი ინდოეთში და თურქეთ-ინდოეთის ურთიერთობები

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რ. თ. ერდოღანს მაისის თვეში გადატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. მაისში იგი ვიზიტით იმყოფებოდა ინდოეთშიც. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ერდოღანის ინდოეთში ვიზიტსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს გავაანალიზებთ.  

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

თურქეთსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობების გაფართოება თურქეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრეზიდენტ ერდოღანის ინდოეთში ვიზიტი თურქეთის საგარეო პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანი დეტალია ერდოღანის ინდოეთში ეროვნული მოძრაობის პარტიის დეპუტატების თანხლებით გამგზავრება. ეს დეტალი შესაძლებელია ახალ ეტაპზე ერდოღანის მიერ გასატარებელი შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხზე მინიშნებად მივიჩნიოთ.     

ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობა ერთ მილიარდზე მეტია. იგი ბუნებრივად არის გაბატონებული ინდოეთის ოკეანეზე. არაბულ სამყაროსა და მალაიურ სამყაროს შორის გადასასვლელი წერტილია. მდიდარ ეთნიკურ სტრუქტურაში თურქულ ელემენტებთან ერთად სხვა ეთნიკური ელემენტების წარმომადგენელი მუსლიმებიც შედიან. 7 რეგიონით და 28 ფედერაციით მართულ ქვეყანაში 22 განსხვავებულ ენაზე საუბრობენ. მულტიკულტურული და მულტიენობრივი ინდოეთისა და თურქეთის ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ემბლემაზე ინდოეთში დაარსებული თურქული ბაბურის იმპერიას ერთი ვარსკვლავი წარმოადგენს. ამჟამად ინდოეთში დაახლოებით 30 მილიონი წარმოშობით თურქი ადამიანი ცხოვრობს.

ინდოეთს სერიოზული მსყიდველობითი უნარის მქონე 200-300 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მას სტაბილური მაკრო ეკონომიკური სტრუქტურა გააჩნია. თურქეთსა და ინდოეთს შორის იზრდება სავაჭრო ბრუნვა. თუმცა ორივე ქვეყანას კომერციული კუთხით თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ არახელსაყრელ პოზიციაზე თურქეთია. (ინდოეთს თურქეთში საკმაოდ დიდი ინვესტიციები აქვს. 200-ზე მეტი ინდური კომპანია თურქეთში ინვესტიციებს აბანდებს. თურქეთის ინდოეთში ეკონომიკური აქტივები კი ძალიან მცირეა.) თუ ინდოეთი არსებულ ეკონომიკურ ზრდას გააგრძელებს 2030 წელში მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მფლობელი გახდება. თურქეთი ინდოეთისთვის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გასასვლელად შესაძლოა მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდეს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 6,5 მილიარდი დოლარია. ეს საკმარისი ციფრი არ გახლავთ. სასარგებლო იქნება ამ ციფრის მოკლე დროში 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ კუთხით სურვილი ორივე ქვეყნას აქვს.

ინდოეთში ამჟამად საბაჟო გადასახადები მაღალია. ინდოეთი, ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად მაღალი საბაჟო გადასახადებით ადგილობრივი წარმოების დაცვას ცდილობს. ინდოეთის მთავრობამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისათვის დაპირების ფარგლებში ნედლეულის იმპორტზე გადასახადების 10%-მდე წარმოებულ პროდუქციაზე კი 20%-მდე შემცირების პირობა დადო. მაგრამ ბევრ პროდუქციაზე დამატებითი გადასახადი მოქმედებს. ამის გამო საბოლოო გადასახადი საკმაოდ მაღალია. დამატებითი გადასახადებით დამატებითი პროდუქციის საბაჟო გადასახადი ორმაგდება. ორი ქვეყნის საბანკო სექტორს შორის კი თანამშრომლობა ჯერ-ჯერობით არ არსებობს. თურქული ბანკების საგარანტიო წერილებს არ იღებენ. საკორესპონდენტო ბანკის მოძიებაში პრობლემები იქნება და შუამავალი ბანკებით ჩატარებული პროცედურები კი ძალზედ ძვირია. ინდური ბანკებიდან მიღებული წერილები ძალზედ ბევრ დეტალს შეიცავს და პროცედურის ხანგრძლივობა გრძელია. ეკონომიკური კავშირების გასაფართოებლად ეს პრობლემა უნდა მოგვადეს. 

ინდოეთში განსაკუთრებით პოლიტიკაში გაზრდილმა ისლამოფობიამ შესაძლოა საზოგადოებებს შორის ღრმა იარა გააჩინოს. ამ საკითხზე ყურადღების გამოჩენაა საჭირო. პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტით თურქეთ-ინდოეთის ურთიერთობების განვითარების სწრაფი პროცესი დაიწყება. ამასთანავე ამ ვიზიტმა შესაძლოა ზოგიერთი დადებითი მოვლენა გამოიწვიოს. შესაძლოა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ახალი დიალოგის საძირკველი ჩაიყაროს. შესაძლოა ასევე დადებითად აისახოს ინდოეთ-ჩინეთის ურთიერთობებზე. თურქეთს აქვს ყველაფერი ამის გაკეთების პოტენციალი. თურქეთმა ინდოეთთან დასადებ ყველა პარტნიორობასა და ხელშეკრულებაში პაკისტან და ავღანეთის ბალანსის დაცვისათვის მცდელობა უნდა გამოიჩინოს.    

თურქეთსა და ინდოეთს შორის უმაღლესი რანგის ვიზიტების ორ წელიწადში ერთხელ ორმხრივად განხორციელება სასარგებლო იქნება. უნდა მოხდეს მეტი მეცნიერის გაცვლა, ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა უნდა გაფართოვდეს. ამ ფარგლებში უნდა ჩატარდეს ერთობლივი კონფერენციები და ორი ქვეყნისათვის საინტერესო თემები უფრო მეტად უნდა გაშუქდეს. შედეგი ასეთია, ინდოეთი მდებარეობით, მოსახლეობით, რესურსებით და ეკონომიკით სტრატეგიული ქვეყნაა და თურქეთი მასთან ურთიერთობების გაფართოებას ყველა სფეროში გააგრძელებს - წერს ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელი ჯემილ დოღაჯი

 



მსგავსი ინფორმაციები