ჩავუშღლუ იაპონიას ეწვევა

ჩავუშღლუ იაპონიას ეწვევა

ჩავუშღლუ იაპონიას  ეწვევა

თურქეთის საგარო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშღლუ, 20-22 ივნისს, თავისი იაპონელი კოლეგის, ფუმიო კიშიდას მიწვევით ამ ქვეყანას ეწვევა. ჩავუშოღლუს ეს ვიზიტი თურქეთიდან იაპონიაში ბოლო 14 წლის განმავლობაში, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტი იქნება. იგი  ვიზიტის ფარგლებში თავის იაპონელ კოლეგა,  ფუმიო კიშიდასთან, ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრ ჰიროშიგე სეკოსთან და იაპონია-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან გამართავს შეხვედრებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იაპონიაში  ქვეყნის პრემიერმინისტრი, შინზეო აბეც მიიღებს და  სასაკავას მშვიდობის ფონდში საუბარს გამართავს თემაზე: „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და თურქეთის როლი.“ ჩავუშოღლუ ამ ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, დამატებითი თანამშრომლობის სფეროების შექმნის საკითხზე,  რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილებს ყურადღებას.



მსგავსი ინფორმაციები