ერდოღანმა აშშ-სთან წარმოქმნილი კრიზისი შეაფასა

"თურქეთის საწინააღმდეგოდ ყველა მეთოდებს მიმართავენ"

ერდოღანმა აშშ-სთან წარმოქმნილი კრიზისი შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა,  რომ ძლიერი და წარმატებული თურქეთის საწინააღმდეგოდ  ყველა მეთოდებს  მიმართავენ. მისივე თქმით ამ მეთოდებს  შორის  სექტანტობის და ეთნიკური წარმომავლობის წინა პლანზე წამოყენება, ხოლო ამის პარალელურად  ტერ ორგანიზაციებზე მხარდაჭერა გახლავთ. ეს ტერ ორგანიზაციები კი,  PKK, FETÖ, DHKP-C, DEAŞ-ი არიან. ერდოღანმა ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამგებლებთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთ-აშშ-ს შორის წარმოქმნილ სავიზო პრობლემასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა: „ამ ფაქტის დამწყები ანკარაში აშშ-ს ელჩი გახლავთ.  არა მგონია აშშ-მა, თურქეთის მსგავსი სტრატეგიული პარტნიორთან ურთიერთობები  ერთ ზღვარს გადაცდენილ ელჩს გადააყოლოს.  ამერიკას თუ მართლა   ერთი ელჩი მართავს,  სირცხვილი მათ, რადგან, მათი ეს ქმედება მხოლოდ ამას იმსახურებს. სინამდვილეში მთავრობამ ელჩს გაფრთხილება უნდა მისცეს, თუ როგორ შეიძლება მოექცეს პარტნიორს, მაგრამ, არაფერს ეუბნებიან. თურქეთმა, ამერიკას ამ საკითხში ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე შესაბამისად უპასუხა. სიტუაციის ამ დონეზე მომყვანი მხარე ჩვენ არ ვართ. ჩვენ ტომობრივი ან გვაროვნული სახელმწიფო არა ვართ, თურქეთის სახელმწიფო ვართ. ვიმედოვნებთ, რომ მოპასუხე მხარე ამ შეცდომიდან დროულად დაბრუნდება და ჩვენ მეგობრობას და პარტნიორობას რაიმე ზიანი არ მიადგება.  აშშ-ს, სტამბოლის საკონსულოში მომუშავე თურქი, რომელიც ფეტოს ტერ ორგანიზაციასთან კავშირში იქნა შემჩნეული და რომელსაც დიპლომატიური ხელშეუხებლობა არ გააჩნია, ამჟამად საბაჟო და ვენის კონვენციის ფარგლებში მიმდინარეობს მისი  სასამართლო პროცესი. 4 ოქტომბრის შემდეგ მისი ახლობლების ან კიდევ ადვოკატის მხრიდან მასთან შეხვედრის მოთხოვნა არ ყოფილა. გავრცელებული ყველა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მასთან შეხვედრის სურვილი მხოლოდ გუშინ მოვიდა და ამის შესახებ პროკურორს ეცნობა კიდეც“, განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე მიმდინარე თითქოს და დეაშის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი სიმართლეს არ შეესაბამება და  მხოლოდ თურქეთის საწინააღმდეგოდაა მიმართული. პრეზიდენტი, აშშ-ს მხრიდან თურქეთისათვის იარაღის არ მიყიდვასაც შეეხო და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც თურქეთს ფულით არ ჰყიდიან იარაღს, ტერ ორგანიზაციებს უფასოდ აძლევენ. ერდოღანმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ამის შემდეგ თურქეთის პოლიცია უცხოური წარმოების „SIG Sauer”-ს ტიპის იარაღის ნაცვლად,  ეროვნული წარმოების იარაღს გამოიყენებს.



მსგავსი ინფორმაციები