პრეზიდენტმა ერდოღანმა აქტუალური საკითხები შეაფასა

ოფიციალური ვიზიტით სერბეთში მყოფმა ერდოღანმა, ვიზიტიდან დაბრუნებისას აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა აქტუალური საკითხები შეაფასა

ოფიციალური ვიზიტით სერბეთში მყოფმა ერდოღანმა, ვიზიტიდან დაბრუნებისას აქტუალური საკითხები შეაფასა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-თან წარმოქმნილი ვიზის კრიზისზე პასუხისმგებელი ანკარაში ამერიკის ელჩი ჯონ ბასია და ზოგიერთ საკონსულოში აგენტები იმყოფებიან.

„მსგავსი აგენტები ამჟამად ამერიკაშიც არიან. იმ აგენტებს კონგრესთან მჭიდრო კავშირები აქვთ. ყველაფერი ეს, როგოც ჭეშმარიტება, სახეზეა. ისედაც FETÖ-ს მთავარი აგენტი პენსილვანიაშია“-აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.  

მან ასევე დასძინა, რომ ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა რექს ტილერსონმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუდ ჩავუშოღლუს, კრიზისის მოსაგვარებლად „კომისიის შექმნა“ შესთავაზა და ამასთან დაკვშირებით ტექსტის მოწოდებას ელოდებიან.

ერდოღანმა, რუსეთიდან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე აღნიშნა:

„S -400-ებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ არსებობს. პირველ პაკეტში ერთობლივი წარმოება არ იქნება. მაგრამ მეორე პაკეტიდან მოყოლებული უკვე ერთობლივი წარმოების ნაბიჯებს გადავდგამთ. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ პუტინთან შეხვედრებზე საქმის S -400-ებით დამთავრებას არ ვფიქრობთ. S -500-ებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვქონდა.“


საკვანძო სიტყვები: აშშ , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები