აქტუალური  თემის ანალიზი 02/2018

თურქეთის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები დასავლურ სამყაროში

აქტუალური  თემის ანალიზი 02/2018

აქტუალური  თემის ანალიზი 02/2018

თურქეთის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები დასავლურ სამყაროში

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

ახლა ვიმყოფებით შერეულ პერიოდში, როდესაც გლობალური სისტემა, რომლის ცენტრიც დასავლეთია, ნაბინ-ნაბიჯ იშლება, თუმცა იგი ახალი სისტემით ჯერ არ ჩანაცვლებულა. ეს ქაოტური პერიოდი თურქეთს ბევრ გამოწვევას უქმნის, თუმცა ამასთანავე მისთვის ახალი შესაძლებლობებიც მოაქვს. თურქული საგარეო პოლიტიკა მანევრირებით ამ შერეულ პერიოდთან ადაპტაციას ცდილობს.

თურქეთი ბოლო წლებში ერთის მხრივ რუსეთის მსგავს მზარდ ძალებთან კარგი ურთიერთობების დამყარებას, მეორეს მხრივ კი დასავლურ სამყაროში არსებული დაყოფით სარგებლობას ცდილობს. განსაკუთრებით თვალშისაცემია, აშშ-თან დაძაბულობის პერიოდში თურქეთის საფრანგეთისა და ინგლისის მსგავს ქვეყნებთან ცალ-ცალკე ჩართულობაში შესვლა.

ამ ასპექტში მნიშვნელოვანია პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის ბოლო ვიზიტი საფრანგეთში. აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობებისა და თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობს კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა.

ბოლო პერიოდში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებული პროცესი  განსაკუთრებით რეფერენდუმის პროცესში მყოფი გერმანიის მიკერძოებული პოზიციის გამო გაჩერდა. ევროპარლამენტის თურქეთის გაწევრიანების პროცესის შეჩერების მოთხოვნაზე ევროსაბჭოს მხრიდან თანხმობის არ გამოცხადების მიუხედავად იგი მაინც მნიშვნელოვან მაჩვენებლად გვევლინება. მაკრონმა კი აღნიშნა, რომ საჭიროა როგორც ევროკავშირმა ასევე თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში თვალთმაქცობა შეწყვიტონ და გაწევრიანების მაგიერ პარტნიორობაზე დაიწყონ მუშაობა. განსაკუთრებით 15 ივლისის FETÖ-ს გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაძაბულ ურთიერთობებში, მეამბოხეთა დაკავების მომიზეზებით ევროკავშირი, თურქეთთან გერმანიაზე უფრო ახლოს მდგომი საფრანგეთის ხელით ახალი თანამშრომლობის ფორმულის განხილვის დაწყებას ცდილობს. ევროკავშირს, რომელსაც რადიკალურად მემარჯვენე მიმდინარეობების, ეკონომიკური კრიზისების და ინგლისის ევროკავშირიდან გამოყოფის გამო პრობლემები აქვს, თურქეთთან და ინგლისთან ახალი თანამშრომლობის ფორმულების შექმნა სურს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ინგლისის მოდელი თურქეთისათვის შესაძლოა ალტერნატივა იყოს.   

მეორეს მხრივ თურქეთისათვის საფრანგეთში ვიზიტი ორი რამით არის მნიშვნელოვანი, პირველი პოლიტიკური ალიანსის გაძლიერება, მეორე კი თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობის გაზრდა. 

აშშ-თან PKK/YPG-ს გამო პრობლემების მქონე თურქეთსა ამერიკას შორის ურთიერთობები ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. განსაკუთრებით თურქეთის ლიდერობით გაეროში აშშ-ს წინააღმდეგ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამ მხარეებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. ამ დროს კი თურქეთმა საგარეო პოლიტიკაში დასავლეთში კავშირების გასამრავალფეროვნებლად ნაბიჯები გადადგა. ევროკავშირში ჰოლანდიასა და გერმანიასთან პრობლემების მქონე თურქეთი საფრანგეთთან და ინგლისთან ურთიერთობებს აგრძელებს და საერთაშორისო მოთამაშეებს შორის დაბალანსების პოლიტიკის გატარებით საკუთარი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას ცდილობს. ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ევროკავშირში სადაც საფრანგეთი და გერმანია ძლიერია, გერმანიასთან შედარებით საფრანგეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დადებითი კუთხით მიდის. თურქეთისათვის საფრანგეთთან თანამშრომლობა გერმანიის თურქეთის წინააღმდეგ ბოლო დროინდელი უარყოფითი პოზიციის ალტერნატივაა. საფრანგეთი მიიჩნევს, რომ თურქეთთან კავშირები რაციონალურ საძირკველზე უნდა განვითარდეს.   

საფრანგეთში ვიზიტის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობაა. EUROSAM-სა და თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტს შორის გრძელ მანძილიანი რეგიონის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის პროექტის ეტაპი-B-ს შეთანხმება პრეზიდენტების ერდოღანისა სდა მაკრონის თანდასწრებით იქნა ხელმოწერილი. საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის პროექტი რომლის პარტნიორი იტალიაცაა, თურქეთისათვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თურქეთი, რომელმაც რუსეთისგან S-400 საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა, ამავდროულად ნატოს მოკავშირეებთან ერთად სხვა საჰაერო და სარაკეტო სისტემების შექმნას ცდილობს. ამგვარად თურქეთი სხვადასხვა სისტემებით დაიცავს თავს და ყველა მხრიდან შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ ზომებს გაატარებს.    

თურქეთი საერთაშორისო საგარეო პოლიტიკაში კავშირების გამრავალფეროვნების პოლიტიკას თავდაცვის მრეწველობაზეც ასახავს. გერმანიასა და აშშ-თან დიდი ხნის მანძილზე თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობის პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად ორივე ქვეყნის მიერ გამოყენების საპასუხოდ თურქეთი ინგლისთან, საფრანგეთთან, რუსეთთან, უკრაინასთან, პაკისტანთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით ერთის მხრივ თანამშრომლობას ამრავალფეროვნებს, მეორეს მხრივ ადგილობრივი თავდაცვის მრეწველობის გაძლიერებით გარე დამოკიდებულებას ამცირებს.

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის საფრანგეთში ვიზიტის დროს ზემოთ აღნიშნულის გარდა სხვა მნიშვნელოვანი შეთანხმებებიც გაფორმდა. თურქულ EXIMBANK-სა და Bpifrance Assurance Export  შორის გადაზღვევის შეთანხმება გაფორმდა. ამასთანავე Airbus-სა და თურქეთის ავიახაზებს შორის 20+5 ერთეული არჩევითი A350-900-ის შესყიდვის მოლაპარაკებების დაწყების ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საბოლოოდ თურქეთი დასავლურ სამყაროში დაყოფით სარგებლობასა და ახალი მოკავშირეების ქსელის გაბმას, საკუთარი ინტერესების წინა პლანზე წამომწევი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. ეს ნაბიჯები თურქეთს აშშ-გერმანიის მსგავსი ქვეყნების წინააღმდეგ კიდევ უფრო აგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები