PKK/PYD-YPG-ს და დეაშ-ის ურთიერთობა

PKK/PYD-YPG-ს და დეაშ-ის ურთიერთობა

PKK/PYD-YPG-ს და დეაშ-ის ურთიერთობა

PKK/PYD-YPG-ს და დეაშ-ის ურთიერთობა

ტერორგანიზაციებს PKK/PYD-YPG-ს და დეაშ-ს შორის კონფლიქტის გარდა ურთიერთ ინტერესებზე დამყარებული კავშირი არსებობს და აღნიშნული კავშირის შესახებ ზოგიერთი საკითხი ღია წყაროებზე აისახა.

ტერორგანიზაციებს PKK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ს შორის არსებული კავშირის ყველაზე კონკრეტული მაგალითი PKK/PYD-YPG-ს მიერ ქალაქ რაკას აღების დროს დეაშ-თან დადებული შეთანხმების შესაბამისად დეაშ-ის წევრების ქალაქიდან ავტობუსებით გაყვანის კადრები გამომჟღავნებაა. რაკა, რომელიც ტერორგანიზაცია დეაშ-მა 2014 წლის 15 იანვარს დაიკავა, აშშ-ს და საერთაშორისო კოალიციის ინტენსიური იარაღით, სახმელეთო და საჰაერო დახმარებით PKK/PYD-YPG-მ 2017 წლის 17 ოქტომბერს აიღო. რაკას აღების პროცესში PKK/PYD-YPG-ს ve DEAŞ-ს შორის დადებული შეთანხმების შედეგად რაკაში მყოფი დეაშ-ის წევრები აშშ-სა და საერთაშორისო კოალიციისთვის ინფორმაციის მიწოდებით ავტობუსებით რაკადან უსაფრთხოდ გაიყვანეს და ალ სუვარისა და დეირ ეზ ზორის რეგიონებში გადაიყვანეს. აღნიშნული შეთანხმების და გადაყვანის შესახებ ინფორმაციები მომზადეს  BBC კორესპონდენტებმა კვენტინ სომერვაილმა და რიამ დალატმა.[1]  

რაკაში PKK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ს შორის დადებული შეთანხმება აშშ-ს და საერთაშორისო კოალიციის უფლებამოსილებმაც აღიარეს. პენტაგონის პრესსპიკერებიდან ერიკ პაჰონმა განაცხადა, რომ შეთანხმება მთლინად სამოქალაქოების დაცვას ემსახურება და დაამატა: „ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა ყოველთვის ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ მათ მიერ საკუთარი პრობლემების მოგვარებას პატივს ვცემთ. ამასთან ერთად საერთაშორისო კოალიციის პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა რაიან დილონმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეთანხმება „საიდუმლოს“ არ წარმოადგენს.[2]

2017 წლის 15 ნოემბერს თურქეთს ჩაბარებულმა SDG-ს პრესსპიკერმა, ტალალ სილომ, რომელმაც შემდეგომ ინტერვიუ მისაცა ინგლისურ გაზეთ Times-ს აღნიშნა, რომ რაკამდე ასეთივე შეთანხმება მენბიჩისთვისაც დაიდო. სილოს თქმით, PYD/YPG-ლებმა მენბიჩიდან გაქცეულ დეაშელებს, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თავისუფლად გავლისათვის სამოგზაურო დოკუმენტები მიჰყიდეს, რომელთა ფასიც 200 დოლარიდან იწყებოდა.[3]

სილომ დასძინა, რომ SDG-ს მმართველი შაჰინ ჯილო აშშ-ს შეუთანხმდა და მენბიჩის გათავისუფლების გამოცხადებამდე 2 ათას დეაშელს სამოქალაქოებს ამოფარებით გასვლის ნება მისცეს, SDG-მ და აშშ-მა დეაშელების უსაფრთხოება უზრუნველყვეს და უფლება მისცეს ჯერაბლუსისკენ წასულიყვნენ და ეს აშშ-სა და SDG-ს შორის პირველი შეთანხმებაა. ტალალ სილო აღნიშნავს, რომ მეორე შეთანხმება მდინარე ევფრატზე მდებარე ტაბკაში განხორციელა, შაჰინ ჯილომ PYD/YPG-SDG-ს სახელით ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ დეაშელებს უსაფრთხო გასვლის ნება მისცა.[4] ამ ფაქტების გათვალისწინებით შესაძლებელია ვთქვათ, რომ PYD/YPG-ს და დეაშს შორის ურთიერთ ინტერესებზე დამყარებული ურთიერთობა არსებობს.

ტალალ სილომ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“სთვის მიცემულ ინტერვიუში კი პკკ-ს მიერ დეირ ეზ ზორსა და ჰასეკეში ნავთობის ჭაბურღილების მართვის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა: „YPG-მ და PKK-მ 2012 წელში რუმეილანში არსებულ ნავთობის ჭაბურღილების აღების შემდეგ მისი მართვა დაიწყეს. თავდაპირველად ამ ნავთობის ექსპორტს დეაშის რეგიონების გავლით ახდენდნენ. პკკ-ს კადრების ჯეზირეში ფინანსურ საქმეებზე პასუხიმგებელი ალი შეირი ქამიშლიში ცხოვრობს. პკკ-ს ლიდერებთან პირდაპირი კავშირი აქვს. უფლება აქვს ნავთობის შეთანხმებები დადოს. მიღებული შემოსავალის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ის ფლობს. ეს პკკ-ს საიდუმლოა. ალი შეირი 2012 წლიდან ნავთობს გარეთ ყიდის. ადრე გაყიდვა მხოლოდ დეაშის რეგიონების გავლით ხდებოდა. რეჟიმის არმიის ოფიცერი ალ-ქათირჯი, პკკ-სგან ნავთობის შესყიდვაზე მთავარი პასუხისმგებელი პირია. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ შაჰინ ჯილოც კი ამაზე გავლენას ვერ ახდენს. ნავთობის საკითხი ტერორგანიზაციის საიდუმლო იყო. მოგვიანებით ზოგიერთი ინფორმაცია მოვიპოვე. გაყიდული ნავთობის ფულს ლიბანის ბანკებში მათთან დაახლოებული პირების ანგარიშებზე რიცხავდნენ. შემდეგ კი ფულს ევროპაში აგზავნიდნენ. ეს პირები ყველა პკკ-ელია. საკითხი ძალიან დიდია. ყოველდღიურად ასობით ტანკერი ნავთობი გადაჰქონდათ.“[5]

PKK/PYD-YPG-ს მიერ მოგვიანებით დეირ ეზ ზორის მიმართულებით ტერიტორიის დაკავების მცდელობის დაწყებით ტერორგანიზაცია დეაშის ბევრი სტრატეგიული პუნქტის ტყვიის გასროლის გარეშე PKK/PYD-YPG-სთვის გადაცემა ამ მიმართულებით საყურადღებოა.   

PKK/PYD-YPG-ს დეირ ეზ ზორის აღმოსავლეთით თავდასხმების დროს დეაშთან შეთანხმებას ისევ მიაღწიეს. საინფორმაციო სააგენტო Qasioun-ს მიერაც გავცელებულ შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ PKK/PYD-YPG-სა და დეაშს შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. მიღწეული შეთანხმებასთან ერთად PKK/PYD-YPG-მ დეაშის ტერიტორიებზე თავდასხმები შეწყვიტა, დეაშის წევრების მიერ რეგიონის დატოვებისა და სირიის აღმოსავლეთით გადასვლის შემდეგ ქალაქ დეირ ეზ ზორის აღმოსავლეთ ნაწილი დაიპყრეს.

სირიაში PKK/PYD-YPG-ს ოკუპაციისათვის შესაძლებლობის მიცემის გარდა დეაშთან თურქეთის მტრობის საკითხზეც ბევრი ვაჭრობა იმართება. ამჟამადაც PKK/PYD-YPG-ს რაკასა და დეირ ეზ ზორში მდებარე ეგრეთ წოდებულ საპყრობილეებში მყოფი დეაშის ბევრ წევრ ტერორისტს თურქეთის წინააღმდეგ მოქმედების სანაცვლოდ ათავისუფლებენ. დეაშის წევრებმა თურქეთის წინააღმდეგ აქტიურადაც რომ არ იმოქმედონ, თურქეთის სამხედრო ნაწილების განლაგების იდლიბისა და ოპერაცია „ევფრატის ფარის“ რეგიონში სხვადასხვა გზებით მათი შეღწევა თურქეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან ერთად ტერორგანიზაცია PKK/PYD-YPG აღნიშნულ პირებს საერთაშორისო საზოგადოებაში თურქეთის და დეაშის ვითომდა ერთად წარმოჩენის მცდელობისათვის შავ პროპაგანდაში იყენებს.

ტერორგანიზაცია PKK/PYD-YPG-მ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს გამო თურქეთის შეიარაღებული ძალების და ÖSO-ს წინააღმდეგ ბრძოლის პირობით აფრინის ციხეებში მყოფი დეაშელების გათავისუფლება დაიწყეს. ამასთან ერთად თუ გადავხედავთ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ახალ ინფორმაციებს, ვნახავთ, რომ PKK/PYD-YPG წასასვლელის არ მქონე დეაშელების გამოყენებისათვის ამ პირებს ახალ ცხოვრებას პირდებიან და ამ კუთხით დეაშელების ერთ ნაწილი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთიდან აფრინში გადაჰყავთ. მოწმე ხდებიან ისეთი ფაქტების, როდესაც დეაშელ ტერორისტებს, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან და რომელთაც ბრძოლის და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების უნარი გააჩნიათ, PKK/PYD-YPG იყენებს და PKK/PYD-YPG მათთან მომუშავე დეაშელებს მათი სახელების ტერორისტების სიიდან ამოღებას პირდებიან.[6] PKK/PYD-YPG-ს მიერ დეაშის წევრი ტერორისტების გამოყენებისათვის გადადგმული ნაბიჯები აღნიშნულ ტერორგანიზაციებს შორის პერსონალის გადასვლების ასახვის კუთხით მნიშვნელოვანია. ეს ვითარება აჩვენებს დეაშ-თან ბრძოლის სახელის ქვეშ აშშ-სა და ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად ბევრი სხვა ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი PKK/PYD-YPG-ს ორპირობას და ინტერესების შესაბამისად ეგზისტენციალურად წოდებულ საფრთხესთანაც კი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობას.   

PKK/PYD-YPG ანექსირებულ რეგიონებში ეთნიკურ წმენდას ახორციელებს, რეგიონის დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლის მიზნით, განსაკუთრებით არაბ და თურქმენ მოსახლეობას გადასახლებას აიძულებს. ტერორგანიზაცია PKK/PYD-YPG ტერორგანიზაცია დეაშ-ის წევრებს, რომელთა თავის ეგრეთ წოდებულ ციხეებში შეყვანა არ სურს, იძულებით გადასახლებულ ადამიანებთან ერთად თურქეთში აგზავნის. ამასთანავე, ტერორგანიზაცია დეაშ-ის წევრი ჯგუფები, რომელთა ვინაობაც ცნობილია, თურქეთ-სირიის საზღვარზე არალეგალური გადასასვლელებით (გვირაბებით) თურქეთში გადაჰყავს.

მეორეს მხრივ ამერიკული ჟურნალის Nation-ის 2017 წლის 9 თებერვალს პრესაში გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ PYD/YPG სირიის ჩრდილოეთში ომის დანაშაულს ჩადის და ათი ათასობით ადამიანს საცხოვრებელი ადგილები დაატოვებინა. აქვე ნათქვამია, რომ YPG სირიის ჩრდილოეთში მის მიერ კონტროლირებად რეგიონებში არაბ და ქურთ სამოქალაქო პირებს გადასახლებას აიძულებს და ომის დანაშაულს ჩადის. ანგარიშში მოყვანილი საყურადღებო ფაქტია, ის რომ YPG რეგიონში დეაშ-თან არ იბრძვის და პირიქით, მასთან მებრძოლი ჯგუფების ხელის შემშლელ ქმედებას ამჟღავნებს.[7] აქედან გამომდინარე აღნიშნული ანგარიში ცდილობს ხაზი გაუსვას PYD/YPG-ს დეაშ-თან თანამშრომლობას.    


[1] http://www.bbc.co.uk/news/resources/idt-sh/raqqas_dirty_secret

[2]http://www.gazetevatan.com/deas-ve-pkk-arasindaki-kirli-anlasmayla-ilgili-flas-aciklama--1118524-dunya/

[5] http://aa.com.tr/tr/dunya/sdgnin-kacan-sozcusu-silo-abdnin-pyd-pkkya-destegini-aaya-anlatti/988355

[6] http://aa.com.tr/tr/turkiye/pyd-pkk-afrin-e-firat-in-dogusundan-da-deas-li-getirdi-/1045590

[7]http://punompen.be.mfa.gov.tr/Content/assets/consulate/images/localCache/12/188dcb58-2854-4045-bb93-bad3a72c1118.pdf



მსგავსი ინფორმაციები