ერდოღანი: „აფრინში გამარჯვებას ყოველდღე ვუახლოვდებით“

ერდოღანი: „აფრინში გამარჯვებას ყოველდღე ვუახლოვდებით“

ერდოღანი: „აფრინში გამარჯვებას ყოველდღე ვუახლოვდებით“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს ქალაქ,  აფიონ-ქარაჰისარში,  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კონგრესებზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სირიის აფრინის რეგიონში დაწყებული „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციით ყოველდღიურად  უახლოვდებიან გამარჯვებას. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის  აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია "ზეთისხილის რტო", რომელიც მიმართულია  ტერ ორგანიზაციების, PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წევრების გასანეიტრალებლად და ასევე მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის მათი ზეწოლისგან და ძალადობისგან გასათავისუფლებლად მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ლიკვიდირებული ტერორისტების რაოდენობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1600-მდე ტერორისტი იქნა მოკლული. „ჩვენი სურვილია, 3,5 მილიონი სირიელი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდნენ. ამისათვის კი ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ, სირიის ერთ გოჯა მიწაზეც კი არ გვიჭირავს თვალი. ჩვენი სურვილია ის მიგრანტები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ბანაკებში ცხოვრობენ, საკუთარ სახლკარს დაუბრუნდნენ. ჩვენ დღევანდელ ბრძოლაში ვინც ჩვენთან ერთადაა, მათ არასოდეს დავივიწყებთ და ასევე არ დავივიწყებთ იმათაც, ვინც გვიღალატა. ჩვენ გვჯერა, რომ ის ვინც ჩვენ ხაფანგს გვიგებს, თვითონ მოექცევა მასში,“ განაცხადა პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები