რას ელოდება თურქეთი ამერიკისგან?

რას ელოდება თურქეთი ამერიკისგან?

რას ელოდება თურქეთი ამერიკისგან?

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაიმ ქალინი გაზეთ, „Daily Sabah“-ისთვის დაწერილ სტატიაში, სათაურით:- „რას ელოდება თურქეთი ამერიკისგან?“ ვაშინგტონის  მხრიდან ტერ ორგანიზაცია,  PKK/KCK/PYD-YPG-ს მხარდაჭერას აკრიტიკებს. „არსებული ნდობის კრიზისის დასაძლევად,  აშშ-ს მთავრობამ როგორც PYD/YPG-ს ასევე,  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ათწლეულების განმავლობაში მოპოვებულმა ნდობამ და პარტნიორობამ შესაძლოა დიდი ზარალი მიიღოს. ამიტომ, ბოლო დღეებში გამართული შეხვედრების შესაბამისად ქმედებებიცაა საჭირო. აშშ-მ უნდა გაიგოს რომ ტერ ორგანიზაციების ნაცვლად მოკავშირეებთან ერთად მუშაობაა საჭირო. მათ ტერ ორგანიზაცია,  PYD/YPG-სთან კავშირი უნდა გაწყვიტონ და ტერორისტები  ქალაქ მუმბიჯიდან გაიყვანონ. თურქეთის მხრიდან განხორციელებული „ევფრატის ფარი’’-ს ოპერაციის შემდეგ იმ რეგიონში ამჟამად არც DAEŞ-ი და არც PYD/YPG-ა.  ანალოგიური ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მუმბიჩშიც. ამას აკეთებს ამჟამად თურქეთი ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს მეშვეობით,“ აღნიშნავს ქალინი. პრეზიდენტის პრესსპიკერი სტატიაში ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: „აშშ-მ უნდა გაიგოს, რომ PKK/KCK/PYD-YPG-ს და  FETÖ-ს საკითხები თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ძალზედ  მნიშვნელოვანია.“



მსგავსი ინფორმაციები