ერდოღანი: „სადაც თურქეთია იქ ზეწოლა, სიღარიბე და შიში არ იქნება“

ერდოღანი: „სადაც თურქეთია იქ ზეწოლა, სიღარიბე და შიში არ იქნება“

ერდოღანი: „სადაც თურქეთია იქ ზეწოლა, სიღარიბე და შიში არ იქნება“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს პარლამენტში სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 32 ადამიანი შეჰიდი გახდა რა, 1715 ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს.  „ყველა კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ იქ განადგურების მიზნით არ ვიმყოფებით. ჩვენი მიზანია,  ჩვენს ქვეყანაში მყოფი ასი ათასობით სირიელისათვის სამშვიდობო გარემო შევქმნათ. იქ სადაც თურქეთია, ზეწოლა, სიღარიბე და შიში არ იქნება. თურქეთი სამხედრო ოპერაციას ყოველთვის ბოლო არჩევნად ტოვებს. წლებია სირიაში არსებული ტერ ორგანიზაციების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს საერთაშორისო კოალიციის დახმარებით აღმოფხვრას ველოდით. ვნახეთ, რომ ეს თავდასხმები და მუქარა კი არ იკლებს პირიქით მატულობს და ამით დავრწმუნდით, რომ სამხედრო ოპერაცია გარდაუვალია რა, სწორედ ამიტომ დავიწყეთ აღნიშნული სამხედრო ოპერაცია,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას,  აშშ-ს მინიშნებით ტერ ორგანიზაციებზე იარაღით მხარდამჭერები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ თურქეთი დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა.



მსგავსი ინფორმაციები